მთავარისიახლეებისაზოგადოება"მე წამართვა დედა თქვენმა ძალადობრივმა საარჩევნო კამპანიამ" -ბაჩანა შენგელია სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში...

“მე წამართვა დედა თქვენმა ძალადობრივმა საარჩევნო კამპანიამ” -ბაჩანა შენგელია სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას ეხმაურება

Published on

ზუგდიდის მე-6 სდაჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება. ბაჩანა შენგელია საარჩევნო კამპანიის აგრესიულობაზე საუბრობს, რომელსაც მისი თქმით, ია კერზაიას სიცოცხლე შეეწირა. 
„ქალბატონო სალომე, თქვენ წინასაარჩევნო აგრესიულ კამპანიას შეეწირა ქალბატონის სიცოცხლე ზუგდიდში. ამის თაობაზე გვაქვს აბსოლუტტურად ყველა მტკიცებულება, მათ შორის ია კერზაიას ინტერვიუ, რომელიც ჩაწერილია გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე.თქვენ დღეს გაქვთ ანგარიშის წარდგენა საქართველოს პარლამენტში და იქნებ სადმე, როდესმე მაინც გეხსენებინათ ია კერზაიას საქმე, უბრალოდ გეთხოვათ საგამოძიებო უწყებისთვის გამოეძიებინა ეს საქმე. ნუთუ ვერ გრძნობთ, რომ ეს საქმე მანამ იქნება თქვენს კარიერაში დიდ შავ ლაქად, სანამ სავარაუდო დამნაშავეები, ყველა უკლებლივ, მიხეილ ბატიაშვილის ჩათვლით არ იქნებიან გასამართლებული კანონის მთელი სიმკაცრით?“- წერს შენგელია. ის სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდში ჩამოსვლასაც ახსენებს და არაგულწრფელობაში ადანაშაულებს.
„საქმემ არ დაგაინტერესათ, ქალურმა სოლიდარობამ მაინც არ არ გაიღვიძა თქვენში? გეკითხათ მაინც ვინ იყო, რა საქმეები უკეთებია, რამდენი თაობა გაუზრდია და რას გრძნობენ ახლა მისი ოჯახის წევრები. არ იყო თქვენი ჩამოსვლა ზუგდიდში გულწრფელი და გიგა ოთხოზორიას სახლში მოსვლა, იას სახლშიც უნდა მისულიყავით. საერთოდ რომ გამოვრიცხოთ პოლიტიკური დევნა, უბრალოდ როგორც ქალს, რომელსაც პრეზიდენტი პოსტი გიკავიათ, ასეთი ადამიანის გარდაცვალება ოდნავ მაინც არ მიიტანეთ გულთან ახლოს?და ბოლოს, სად არის თქვენი შვილი ახლა, რომელიც ამბობდა, რომ დედა დაუთმო საქართველოს და რომელიც სამარცხვინოდ, დებატებში იწვევდა თქვენი კონკურენტის შვილს? დედა მე დავუთმე საქართველოს, ის შეეწირა იმ ღირებულებებს და პრინციპებს რასაც ქვეყნის, საკუთარი საქმის და მომავალი თაობის სიყვარული ქვია. მე წამართვა დედა თქვენმა ძალადობრივმა საარჩევნო კამპანიამ და თქვენ ახლა პრეზიდენტის რანგში გამოდიხართ პარლამენტში, მე კი მის დანატოვარ ნივთებს და ფოტოსურათს ვეფერები. ნუთუ ეს არის სამართალი?არ არის ეს სამართალი, არა.“- წერს ბაჩანა შენგელია.
 

სიახლეები

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი დედებს – წამალს ამ ეტაპზე არ შემოიტანენ

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუსშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის წამალს ამ ეტაპზე არ...

“ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას” – ზელენსკი

"ევროპამ ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა უნდა შექმნას" - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი....