მთავარისიახლეებისაზოგადოებაკიდევ ერთი მსხვერპლი- გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

კიდევ ერთი მსხვერპლი- გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა

Published on

გლდანში გაზის გაჟონვის შედეგად 33 წლის მამაკაცი დაიღუპა. კიდევ ერთი მოწამული ახალგაზრდა მამაკაცი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.გაზის გაჟონვა გლდანში, მე-3 "ა"  მ/რ-ში, მოხდა, სადაც ახალგაზრდები ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ.     
 
არსებული ინფორმაციით, გაზის მილი ცენტრალურ სავენტილაციო სისტემას იყო მიერთებული, რის გამოც გაზმა ქვედა ორ სართულზეც გაჟონა, სადაც კიდევ 2 ადამიანი მოიწამლა.ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა მათმა თანამშრომლებმა ჩაჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული ღია კამერიანი დანადგარი.
 
"კომპანია ყაზტრანსგაზ-თბილისი აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს, სასწრაფოდ ჩახსენით ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები (კალონკები) და გაზგამათბობლები, ასევე, ნუ გამოიყენებთ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კლავთ თქვენს კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეებს. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას," – ნათქვამია ინფორმაციაში. 
 
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სტატისტიკის მიხედვით, CO-თი მოწამვლის და გარდაცვალების 70% გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ, რაც დანაშაულია. 
 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...