მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ პარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლას ბოიკოტს უცხადებს

ენმ პარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლას ბოიკოტს უცხადებს

Published on

სალომე ზურაბიშვილის პირველი მიმართვა პარლამენტში პრეზიდენტის რანგში. საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტს 12:00 საათისთვის ელოდებიან. ახალი რეგლამენტის მიხედვით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ უმრავლესობამდე ტრიბუნა ოპოზიციურ ფრაქციებს უნდა დაეთმოთ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" დღევანდელ პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებს. დაესწრება თუ არა სესიას "ევროპული საქართველო" ცნობილი დღეს გახდება რაც შეეხება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს – პრეზიდენტთან კითხვები მათ ძირითადად მის საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით ექნებათ. სალომე ზურაბიშვილის მიმართვას დეპუტატებთან ერთად დაესწრება პრემიერ-მინისტრი მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად.
 
"ეს ბოიკოტი დაკავშირებულია არჩევნების გაყალბებით, ძალადობითა და მოსყიდვით ჩატარების წინააღმდეგ. დღეს ქალბატონი სალომეს მოხსენებას ჩვენ არ დავესწრებით და ეს პროტესტი იქნება მანიშნებელი იმისა, რომ საქართველოში არ ყოფილა სამართლიანი არჩევნები და ჩვენ დღეს გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არალეგიტიმური არჩევნების პროდუქტია," – აცხადებს რომან გოცირიძე. 

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...