მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე: ,,ღარიბაშვილის დაბრუნებით არაფერი იცვლება. ივანიშვილს კი სურს საკენკი გადაუყაროს ე.წ....

რომან გოცირიძე: ,,ღარიბაშვილის დაბრუნებით არაფერი იცვლება. ივანიშვილს კი სურს საკენკი გადაუყაროს ე.წ. ძველებს”

Published on

ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. აღნიშნულს გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
 
დეპუტატის განცხადებით, ღარიბაშვილის დაბრუნებით არაფერი იცვლება. ივანიშვილს კი სურს საკენკი გადაუყაროს ე.წ. ძველებს.
 
“ თითქოს ლენინი ბრუნდებოდეს რევოლუციის წინა პერიოდში. დაბრუნდა… დაბრუნდა, რა იცვლება, რა შეიცვალა მისი მოსვლით ან წასვლით? ეტყობა ივანიშვილს უნდა საკენკი გადაუყაროს ე.წ. ძველ გვარდიას, უთხრას, ძველებსაც პატივს ვცემ, აი თქვენი ერთ-ერთი ჩემს მიერ გაგდებული ძველი შემოვაბრუნე, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.
 
თუმცა, მისი დაბრუნება ალბათ გამოიწვევს სერიოზულ განხეთქილებას მეორე მიმართულებით, ვინაიდან არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან შეუთავსებელია და მათ შორის პარლამენტის ერთ-ერთ ჯგუფთან მას მოუწევს დაპირისპირება… თუნდაც იგივე კალაძის მიმართულებით”, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...