მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში გახარიას მუქარის წერილი მიიტანა

0
368
TBC ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მისი გამოკითხვა უნდა მოხდეს. 
 
"გახარიას წერილი მოვიტანე", – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მას შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მუქარის შემცვლი წერილი მისწერა.
 
საპარლამენტო უმრავლესობა აქამდე ხავსს ებღაუჭებოდა და გუშინ და დღეს ეჭვქვეშ აყენებდა მსგავსი წერილის არსებობას. მათ შორისაა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, რომელსაცთურმე   არ სჯერა, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია თიბისი ბანკის დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს დაემუქრა. მისი თქმით, ბრალდებას სჭირდება დამტკიცება ან გამორიცხვა.
 
"საკუთრივ საკითხი თავისი მასშტაბით, სპეციფიკით და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად მოითხოვს მაქსიმალურად გამჭვირვალე და მოკლე ვადებში განხილვას, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ის, რაც გუშინ გაჟღერდა, არის ძალიან სერიოზული ბრალდება, რომელსაც აუცილებლად სჭირდება (როგორც ნებისმიერ ბრალდებას) დამტკიცება, ან გამორიცხვა. ისე, დასკვნის წინასწარ გენერირება სწორი არ მგონია. გიორგი გახარიას ვიცნობ, წლებია – სამსახურეობრივადაც, მეგობრულადაც და მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ, რომ მას ეს გაეკეთებინა“ – თქვა დავით სერგეენკომ
რაც შეეხება თავად გიორგი გახარიას, იგი გუშინ დიდი რიხით, თუმცა საკმაოდ დამფრთხალიც ჩანდა, აცხადებდა: 
 
ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვებისა. მე წერილებს არ ვწერ. მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხს, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ბიზნესში. შანტაჟის ენით საუბარი საერთოდ საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს და მიუხედავად ამ შანტაჟის ენით საუბრისა, ყველას მოუწევს პასუხი აგოს, როგორც თავის ვალდებულებებზე, ასევე სიტყვებზე ”.
 ,, წერტილი, წერტილი'' – გაიძახოდა შს მინისტრი გუშინ. მაგრამ როგორც ჩანს წერტილის  დასმა მისთვის ამ საქმეში ძალიან ძნელი იქნება. 
წინა სტატიასათადარიგო ბორბალი საქმეს ვერ უშველის, ივანიშვილი შევარდნაძის ბედს გაიზიარებს – პოლიტიკოსები ირაკლი ღარიბაშვილის ,,მეორედ მოსვლას” ეხმაურებიან
შემდეგი სტატიააშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინაში არსებული კრიზისის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური