მთავარისიახლეებისამართალიკიევში ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ჯაჭვლიანი იგივე ,,ლაშა ოჩამჩირსკი'' დააკავეს

კიევში ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ჯაჭვლიანი იგივე ,,ლაშა ოჩამჩირსკი” დააკავეს

Published on

უკრაინის მედიის ინფორმაციით,  კიევში სპეცრაზმმა ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავა. 
 
დაკავებულია ლაშა ჯაჭვლიანი,  იგივე ლაშა ,,ოჩამჩირსკი', რომელიც, სამართალდამცველების ინფორმაციით, კიევში უკრაინაში გავლენის სფეროების გადანაწილების საკითხის განსახილველად ჩავიდა.
 
დაკავება კიევის ცენტრში მდებარე რესტორანში მოხდა, სადაც კრიმინალური ავტორიტეტების შეხვედრა მიმდინარეობდა. რესტორანში შეკრებას, სადაც გავლენის სფეროებს ინაწილებდნენ, სწორედ ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობდა
 
 
უკრაინული მედიის ცნობით,    ინტერპოლით ძებნილი  ქართველი კანონიერი ქურდი ლაშა ჯაჭვლიანი,'  ადრეც იყო დაკავებული  უკრაინელი სამართალდამცავების მიერ, მაგრამ  მოსამართლე ვინტონიაკმა  სასამართლო დარბაზიდან, გაათავისუფლა იგი და მიზეზად სამხილების არასაკმარისობა დაასახელა. ამას პროტესტი მოყვა იტალიელი სამართალდამცავების მხრიდან და უკრაინაშიც დიდი სკანდალი აგორდა  
 
 იტალიელი სამართალდამცავები  ლაშა ჯაჭვლიანს ედავებიან  იტალიაში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნის, ადამიანების გატაცების, ფულის გათეთრებისა და დოკუმენტების გაყალბების გამო… ამას გარდა ლაშა ჯაჭვლიანზე  ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული და მას უკრაინაშიც ჰქონდა რამდენიმე კრიმინალური ეპიზოდში მონაწილეობა.  
 
ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამჯერად უკრაინის სასამართლო. 
 
 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...