მთავარისიახლეებიპოლიტიკაზურაბ აბაშიძე გაჯავრებულია: ,,არ ვიცოდი, თუ არ შეიძლებოდა ივანიშვილთან შეხვედრა და...

ზურაბ აბაშიძე გაჯავრებულია: ,,არ ვიცოდი, თუ არ შეიძლებოდა ივანიშვილთან შეხვედრა და ვინ აკრძალა, რატომ აკრძალა, ესეც დღემდე ვერ გავარკვიე”

Published on

საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძეს უსმენენ. როგორც ცნობილია პრაღაში გამგზავრებამდე ზურაბ აბაშიძემ კონსულტაციები გაიარა ბიძინა ივანიშვილთან. ასანიშნავია, რომ ივანიშვილი პარტიის თავმჯდომარეა და ის არ უნდა ერეოდეს ამ ფორმატის მოლაპარაკებაში.
 
შეხვედრის დაწყებამდე აბაშიძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა:
 
„არ ვიცოდი თუ არ შეიძლებოდა შეხვედრა და ვინ აკრძალა, რატომ აკრძალა ესეც დღემდე ვერ გავარკვიე. ბატონი ბიძინა, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე აუცილებლად უნდა იყოს საქმის კურსში როგორ მიმდინარეობს ეს ფორმატი. მით უმეტეს მის დროს შეიქმნა. მე მას შევთავაზე რომ მიმეწოდებინა ინფორმაცია. ასე, რომ იყო ინფორმაციული სახის შეხვედრა. ის მუქარის შემცველი კომენტარები რაც გაკეთდა იმ დღეს ბატონი კარასინის მიერ, თავდაცვის მინისტრის მიერ არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს ჩვენი აზრით უპირველეს ყოვლისა რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს უყენებს ზიანს,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
 
კითხვაზე შეხვედრა თუ არა ბიძინა ივანიშვილს მას შემდეგ, რაც ის პრაღიდან დაბრუნდა, აბაშიძემ განაცხადა, რომ არ შეხვედრია:
 
„აღარ მქონია შეხვედრა მაგრამ სიამოვნებით შევხვდები. მე მასთან მაქვს ძალიან კარგი პირადი დამოკიდებულება. ყოველთვის ვხვდებოდი და სიამოვნებით შევხვდები მომავალშიც. მე პარტიულობის გამო არ დავუნიშნივარ ამ თანამდებობაზე,“-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...