მთავარისიახლეებისამართალი,, წესით მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ თავისუფლებაზე არ უნდა დადიოდეს,“ - ზაზა...

,, წესით მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ თავისუფლებაზე არ უნდა დადიოდეს,“ – ზაზა სარალიძე

Published on

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმზე სასამართლომ მირზა სუბელიანი დამნაშავედ სცნო დანაშაულის დაფარვაში და სასჯელად 13-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.
 
თავდაპირველად პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა მოსამართლემ საქმის კვალიფიკაცია შეცვალა.
მოსამართლემ განმარტა, რომ მირზა სუბელიანი დანაშაულის დაფარვაში დამნაშავედ სცნო. ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეზე სიმართლე აუცილებლად დადგინდება. 
 
„ჩემი მიზანი არ არის აქ წლები ვინმე გამოიკეტოს, ჩემი მიზანი არის ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა და აუცილებლად დადგება. მთავარია, რომ ბრალდებულია და მხოლოდ იმ ნაწილში, შეუტყობინებლობაში, დანარჩენს გამოძიება დაადგენს რა ბრალი შეიძლება კიდე წაეყენოს მომავალში მირზა სუბელიანს. წესით მირზა სუბელიანისნაირი ხალხი გარეთ თავისუფლებაზე არ უნდა დადიოდეს,“ – ზაზა სარალიძე

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...