მთავარისიახლეებისაზოგადოებასანდრა რულოვსის მორიგი საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში ცერემბრალური დამბლის,აუტისტური სპექტრის, ფსიქომოტორული და მეტყველების...

სანდრა რულოვსის მორიგი საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში ცერემბრალური დამბლის,აუტისტური სპექტრის, ფსიქომოტორული და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვებისთვის [Video]

Published on

საქველმოქმედო ფონდი „soco“, რომელსაც საქართველოს ყოფილი პირველი ლედი  სანდრა-ელისაბედ რულოვსი ხელმძღვანელობს, ზუგდიდში იწყებს ახალ პროექტს, რომელიც მიმართულია ცერემბრალური დამბლის,აუტიზმის სპექტრის, ფსიქომოტორული და მეტყველების პრობლემების მქონე ბავშვების განვითარების ხელშეწყობაზე, კერძოდ ბავშვთა განვითარების ცენტრის შექმნაზე.  
ზუგდიდში  სანდრა ელისაბედ რულოვსის მიერ მოწვეული უცხოელი სპეციალისტი ორი დღეა  ხვდება მომავალ ბენეფიციარებს  თანხლებ მშობლებთან ერთად .
მოწვეულთა პეციალისტთა შორისაა ვარშავის ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელსაც დიდი წარმატებები აქვს  განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობის მიმართულებით .
 როგორც ქალბატონი სანდრა რულოვსი ,,ოდიში ნიუსის’’ ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, ზუგდიდში მსგავსი ცენტრის დაფუძნების იდეა ემყარება მოსახლეობასთან მრავალრიცხოვან შეხვედრებზე განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების მშობლების მიერ გამოთქმულ წუხილს  და მუნიციპალიტეტში ამ მხრივ არსებული პრობლემების საფუძვლიან შესწავლას. – ოჯახებს არა აქვთ საშუალება,  ადგილზე მიიღონ დახმარება თავიანთი შვილებისათვის, რომელთაც სჭირდებათ ფსიქოლოგის, ლოგოპედის, ფიზიოთერაპევტის   მხარდაჭერა,  კონსულტაციებისა და მით უფრო კონკრეტული სამკურნალო კურსის გავლა თბილისში  პირველ რიგში ფინანსებთან არის დაკავშირებული, ამასთან  პრობლემურია იმ თვალსაზრისითაც , რომ  ეს ცვლის კონკრეტული ოჯახის ცხოვრების წესს –  ბავშვი, ხშირ შემთხვევაში,   ხანგრძლივი დროით წყდება ოჯახურ, მშობლიურ გარემოს, მშობელს კი არა აქვს საშუალება დატოვოს სამუშაო, სახლი, სხვა შვილები და მასთან ერთად იყოს მთელ კურსის მანძილზე. 
 
სანდრა რულოვსის თქმით,  გარდა  უფასო კონსულტაციებითა და სამედიცინო, თერაპიული  კურსით უზრუნველყოფისა, ცენტრი თავის თავზე იღებს  ბავშვებისა  და  მათი თანმხლები  მშობლების ტრანსპორტირების,  დაბინავებისა და კვების ხარჯებს. მათ საშუალება ექნებათ საჭიროების  შემთხვევაში    დარჩნენ ცენტრში, ,,ეს ძალიან  მნიშვნელოვანია ზუგდიდისა და სამეგრელოს სხვა  მუნიციპალიტეტების სოფლებში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის და განსაკუთრებით მათთვის, ვინც  აფხაზეთიდან ჩამოვა’’ – განაცხადა მან.
’. 
,,თბილისში უსახსრობის გამო ვერ მივდივართ არათუ ხანგრძლივი კურსის გასავლელად, ერთჯერადი კონსულტაციის მიღების მიზნითაც კი.    ძალიან ძნელია მშობლისთვის იცოდეს, რომ ბავშვის პრობლემის გადაჭრა თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც არის შესაძლებელი, მაგრამ  ვერაფერს აკეთებდეს  მისთვის, რადგან თბილისში გამგზავრება და, მით უმეტეს,  იქ გარკვეული ხნის მანძილზე დარჩენა ნასესხები ფულით    ნიშნავს უამრავი ახალი პრობლემის გაჩენას ოჯახისთვის, რომელსაც ხშირად პურის ფული არა აქვს. ‘’ –  ამბობენ მაკა გოგოხია და  მანონ შენგელია, რომელნიც დღეს შვილებთან ერთად მივიდნენ კონსულტაციაზე.
შეგახსენებთ,  საქველმოქმედო ფონდი „soco“,  რომელიც დაფუძნებელია სანდრა რულოვსის მიერ,    საქმიანობს 1998 წლიდან და კურირებს ევროპელი სპონსორების და სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე კერძო პირების მიერ დაფინანსებულ ჰუმანიტარულ პროექტებს. 
 
 
 
 

სიახლეები

როდესაც ერევანში ორ სკამზე ჯდომას ცდილობენ, არავისთვის არის მისაღები- ზახაროვა

სომხეთის ხელმძღვანელობა უნდა ჩამოყალიბდეს კურსთან დაკავშირებით, ქვეყანა ვერ შეძლებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს...

საქართველო არაა სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო გამოაყოლო და გამოსწორება მოსთხოვო-კობახიძე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებაზე - "მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ...

მესტიაში 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს

სპეცოპერაცია სვენეთში - შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის...

ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებების პირველ ეტაპს ხსნის

ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გასახსნელად მზადება დაიწყო. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის...