მამუკა ხაზარაძე: ,,ეროვნული ბანკი“ გვემუქრებოდა, რომ ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ , თუკი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდანაც არ წავალ ”

0
414
 
„მე სრულ უნდობლობას ვუცხადებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მისი მოადგილის კომპეტენციას. მინდა დადგეს, არ ვიცი, მაქვს თუ არა ამის უფლება, ეს ალბათ, თქვენი, დეპუტატების გადასაწყვეტია, მაგრამ მე, როგორც მოქალაქეს და ამ ინდუსტრიაში 27 წლის მანძილზე ჩაფლულ ადამიანს, მინდა მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს და მეორე, მოვითხოვ შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც ყველა იმ დეტალს, წერილს და კიდევ ბევრ ნიუანსს გაგაცნობთ და ჩაგაყენებთ საქმის კურსში,“ – განაცხადა ხაზარაძემ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები მას და ბანკის კიდევ ერთ დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ.
 
,,ეროვნული ბანკი“, პრაქტიკულად, მე და ბადრი ჯაფარიძეს გვაშანტაჟებდა, ამასთან არჩევნების მეორე ტურის წინ მე ვიღებ წერილს ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან, რომელიც მუქარით, პირდაპირი მუქარით გვეუბნება, რომ ისინი ჩვენს რეპუტაციას დაანგრევენ ადგილზე და საერთაშორისო ასპარეზზე,  თუკი  არათუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან,  საბჭოდანაც  მთლიანად არ წავალ.'' გნაცხადა მამუკა ხაზარაძემ..
 
„მე ძალიან გამიკვირდა, რომ ასეთი წერილი დაწერეს და ეს ყველაფერი სიტყვიერად არ გვითხრეს. იქ იყო მოთხოვნები, რომელიც რა თქმა უნდა, ჩვენ არ შევასრულეთ,''- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
 
ხაზარაძის თქმით, რეგულატორის მოთხოვნის საფუძველზე ის მზად იყო გადამდგარიყო, მაგრამ საბჭოდან წასვლას არ დაეთანხმა.    ეს დაახლოებით გავს იმას, რომ 27 წლის შვილთან არ მოგცენ ურთიერთობის უფლება, წელიწადში 4 ჯერ ნახო და მოუსმინო რას აკეთებს ის.  მე ვუთხარი, რომ იქნება კიდევ ორი ადამიანი დაამატოთ დამოუკიდებელი. ჩვენ ლონდონის ბირჟას ვთხოვთ, რომ საბჭოს შემადგენლობა 7 გავზარდოთ 9-მდე და ჩვენ გვქონდეს საშუალება ვიჯდეთ და მოვუსმინოთ –  ცხრიდან ი 2-მა კაცმა, წელიწადში 2 -ჯერ რა გავლენა შეოძ;ლება  უნდა მოახდინოს, მაგრამ თქვეს , რომ ეს კატეგორიული საკითხია,.  აღნიშნული წერილი მე აქვს.“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
 
"თიბისი ბანკის" დამფუძნებლის განცხადებით, ის აგრძელებს დავას, როგორც ეროვნული ბანკის, ისე პროკურატურის წინააღმდეგ და ეს დავა საქართველოს ფარგლებსაც გასცდება.
 
„მე გავაგრძელებ დავას ეროვნული ბანკისა და პროკურატურის წინააღმდეგ. მე გავაგრძელებ დავას საქართველოში და მის ფარლგებს გარეთ, იმიტომ რომ, ეს სცილდება ყოველგვარ ნორმას, ზღვარს და ა.შ. საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩამოსული იყო ძალიან ბევრი დელეგაცია. არ დარჩენილა არც ერთი ევროპელი ელჩი და ბანკის პირველი ან მეორე პირები, რომლებიც არ ჩამოვიდნენ, ცალ-ცალკე არ შეხვდნენ მთავრობას და ეროვნულ ბანკს და ეუბნებოდნენ, რომ ასეთი მიმართულებით ამ საქმით განვითარება არ შეიძლება. ეუბნებოდნენ, რომ ანაკლიას ჩვენ ამ ფორმატში ხელს ვერ მოვაწერთ. მე დაგანახეთ, რომ არც ბანკს ვეფარები და არც ანაკლიას. მე გადავდექი, რომ ბანკი მძიმე მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა, მაგრამ როგორც მიდის ახლა პროცესები და თქვენ იცით, რომ ბანკის მიერ ყველა შესწავლა დამთავრდა, 6 მილიონს უნდა მოვაწეროთ ხელი მაის-ივნისის თვეში. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩვენი მონაწილეობით ამ სიტუაციაში მოხდეს ამ კონტრაქტის დახურვა. არ მინდა, გამიგოთ, რომ ამას ვიყენებ რაიმე თავდაცვის მექანიზმად. მე მინდოდა, მთლიანი სურათი მეჩვენებინა თქვენთვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

წინა სტატიაავტოსაგზაო შემთხვევას წავკისი-თბილისის გზაზე, 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა
შემდეგი სტატიადიმიტრი ცქიტიშვილი გიგა ბოკერიასთან დაპირისპირების შემდეგ კომისიის სხდომათა დარბაზიდან მანდატურებმა გამოიყვანეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური