მთავარისიახლეებისაზოგადოებაავტოსაგზაო შემთხვევას წავკისი-თბილისის გზაზე, 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას წავკისი-თბილისის გზაზე, 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

Published on

წუხელ, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევას წავკისი-თბილისის გზაზე 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 18, 20 და 23 წლის ბიჭები დაბადების დღიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი ავტომობილით დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდნენ.
 
„კურიერის“ ინფორმაციით, საჭეს 18 წლის ახალგაზრდა მართვის მოწმობის გარეშე და არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ამოტრიალდა. მგზავრები კი მანქანიდან გადმოცვივდნენ.
 
სამივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე გვიანობამდე მობილიზებული იყვნენ სამაშველოს, სასწრაფოს და პატრულის ეკიპაჟები. მიმდინარეობს გამოძიება.

 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...