მთავარისიახლეებისაზოგადოებააბაშაში მომხდარი ავარიის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. მათი მდგომარეობა ...

აბაშაში მომხდარი ავარიის შედეგად ათი ადამიანი დაშავდა. მათი მდგომარეობა სტაბილურია

Published on

აბაშის მუნიციპალიტეტში გუშინ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, . ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა,  რა დროსაც 10 ადამიანი დაშავდა.
 
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულების ნაწილი ქუთაისში გადაიყვანეს. 
 
2 დაშავებული მოთავსებულია ნეიროქირურგიულ განყოფილებაში თავის ტვინის შერყევით, ერთი ქირურგიულში – ლავიწის ძვლის მოტეხილობით, ორი კი ემერჯენსის განყოფილებაში ნეკნების მოტეხილობით და სხეულის დაჟეჟილობით. ექიმების გამცხადებით, ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
 
შს სამინისტროს ინფორმაცით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...