მთავარისიახლეებიკულტურასაფრანგეთის ქალაქ არლში ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების...

საფრანგეთის ქალაქ არლში ვინსენტ ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა

Published on

საფრანგეთის ქალაქ არლში  ვინსენტ ვან გოგის  მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენს გაიხსნა.
 
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპოზიციაზე  წარმოდგენილია ფიროსმანის 29 ტილო  ვან გოგის 6 ნამუშევარი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მხატვრისა და ვინსენტ ვან გოგის ნამუშევრები ერთ სივრცეშია გამოფენილი.
 
 
გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, Infinitart Foundation Vienna და არლში ვინსენტ ვან გოგის მუზეუმის ინიციატივით ხორციელდება და მის ფარგლებში თანამედროვე ხელოვნების სივრცე, მხატვრის შემოქმედებით შთაგონებულ, თანამედროვე არტისტთა ნამუშევრებს ეთმობა. მათ შორის გამოფენილია  პარიზის ზდანევიჩის ფონდში დაცული ილია ზდანევიჩის ხელნაკეთი წიგნი, სახელწოდებით „ფიროსმანაშვილი 1914", რომელშიც  შესულია პაბლო პიკასოს მიერ შესრულებული გრავიურა „ფიროსმანის პორტრეტი“, ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, ტადაო ანდოს მიერ სპეციალურად შექმნილი მაგიდა, სახელწოდებით Table Of Pirosmani, რომელიც იაპონელმა არტისტმა ფიროსმანაშვილის ხსოვნას მიუძღვნა. დამთვალიერებელი აგრეთვე იხილავს ჯორჯ ბაზელიცის, იოში მოტონარას, ანდრო ვეკუას, შირანა შაბაზის, კრისტინა ფორერის, ადრიან გენისა და რაფაელა ვოგელის ნამუშევრებს.
 
მუზეუმი გამოფენას 1 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს
 
 
ექსპოზიციის გახსნას  მიწვეულ სტუმრებთან ერთად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ვინსენტ ვან გოგის ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელი ბიჩე ქურიგა ესწრებოდნენ. 
 
,,გამოფენის მთავარი მიზანია ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა“, – აღნიშნულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა. გადაწყვეტილება მან ცოტა...

ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....

პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს

პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...