მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნურავის დაავიწყდება, რომ საქართველო დღეს არის ომში, 20% არის ოკუპირებული - ...

,,ნურავის დაავიწყდება, რომ საქართველო დღეს არის ომში, 20% არის ოკუპირებული – ანაკლია ევროპასთან დაგვაახლოვეს, ქვეყანას გააძლიერებს და ამის ჩაშლა რუსეთის ინტერესში შედის”

Published on

 „ევროკავშირი-საქართველო ბიზნეს საბჭოს" გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.
 
მისი თქმით, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პროექტი განხორციელდეს და მისი ჩაშლა რუსეთის ინტერესში შედის.
 
„ის რაც ჩვენ ვნახეთ პარლამენტში, ამას ხომ ელჩები ხედავენ?! ამას ხომ ხედავენ, რომ ელემენტარული მოსმენა უნდა მისცე საშუალება, რომ ბიზნესს და ნებისმიერს ვთქვათ ამ შემთხვევაში კომპანიას, როდესაც ასეთი ქეისია, ასეთი შემთხვევა, ელემენტარულად მოუსმინო. თუ ამას ამის საშუალებას არ მისცემს , სწორედ ეს იწვევს კითხვებს.
 
ნურც პროკურატურას, ნურც მთავრობას, ნურც საზოგადოებას, ნურც ბიზნესს ნუ დაავიწყდება, რომ საქართველო დღეს არის ომში, 20% არის ოკუპირებული და პრაქტიკულად სამხედრო ბაზები გვიდგას თბილისიდან დაახლოებით 35 კილომეტრში და, იცით, აფხაზეთშიც რა ხდება.
 
გამომდინარე აქედან ანაკლია უნდა განხორციელდეს და ამას ალტერნატივა არ უნდა ჰქონდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ფოთის პორტი არ განვითარდეს, განვითარდეს ფოთის პორტი, მაგრამ რა უშლის ხელს იმას, რომ ყველამ ერთად რაღაცა ვთქვათ ასე, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც შენ ევროპასთან დაგაახლოვეს, ქვეყანას გააძლიერებს, ეს უნდა განვითარდეს. რუსებს რა თქმა უნდა თავისი ინტერესი აქვთ და ეს ინტერესი 28 წლის მანძილზე არ შეჩერებულა.
 
თქვენ რა გგონიათ, რომ რახან დიპლომატიური ურთიერთობა არ არის, რა აქ არ არიან ის ადამიანები ვინც რუსეთზე მუშაობენ?
 
ძალიან კარგად ვხედავთ რაც ხდება, როგორ ძალისხმევითაც არის, თუნდაც ის პირდაპირ გეტყვით, არასასიამოვნო და ძალიან ცუდი განცხადება კარასინის, რა უფლება აქვს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დამოუკიდებელ ქვეყანას ესეთ რაღაც დავარქვათ მუქარით ელაპარაკოს?" – აღნიშნა ჭუმბურიძემ.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...