მთავარისიახლეებისაზოგადოებამასშტაბური სპეცოპერაცია ფოთსა და სენაკში- დაკავებულ პირებს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან

მასშტაბური სპეცოპერაცია ფოთსა და სენაკში- დაკავებულ პირებს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან

Published on

დღეს დილით გამთენიისას,სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს ფოთსა დასენაკში.დაკავებულია 20-მდე პირი,მათ ქურდულ  სამყაროსთან წევრობას ედავებიან. როგორც ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი ჯიტა გულუა  აცხადებს,მათი აყვანა დილას გამთენიისას მოხდა ქალაქების სხვადასხვა ქუჩაზე,სახლებში ჩატარდა ჩხერეკა,ამოღებულია ჩიპები და ტელეფონები.“ აქ ველოდებით სამი ადვოკატი ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს,ჯერჯერობით არ გვიშვებენ შიგნით,რომ გავეცნოთ საქმის მასალებს“,- ამბობს ჯიტა გულუა. ადვოკატ იოსებ ჯანაშიას თქმით,მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს,სავარაუდოდ ტელეფონზე უსმენდნენ,თუ ვისთან ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია დაკავებულ პირებს,ადვოკატისთვის უცნობია.შს-ს განცხადებით,ჯერჯერობით ინფორმაცია დამუშავების ეტაპზეა და მოგვიანებით გავრცელდება. დაკავებულები ამ დროისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფებიან.

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...

ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების მიზნით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი არასწორია,...