მთავარისიახლეებიპოლიტიკახეებს გლეჯს და შეკვეთილში აწყობს, ვის შეიძლება თავში დასცხოს? - ...

ხეებს გლეჯს და შეკვეთილში აწყობს, ვის შეიძლება თავში დასცხოს? – კომბლეს თანამედროვე ვარიაცია

Published on

დაზიანებული გზები და ჩაჭრილი ელექტროსადენები – აჭარიდან შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის ეზოში ხეების გადატანა გრძელდება. ამჯერად მორიგი გიგანტური ხეები ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითშია გამზადებული. – ინფორმაციას ამის სესახებ რუსთავი 2 ავრცელებს.
 
ხეების ტრანსპორტირების გამო, სოფლის საავტომობილო გზაზე მრავალწლიანი ნარგავები მოიჭრა. ჩაჭრილია ელექტროსადენებიც, რის გამოც, ადგილობრივებს რამდენიმე დღის განმავლობაში დენი არ მიეწოდებოდათ.
 
სოფელში ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, თუმცა, 4 დღის განმავლობაში ელექტრომომარაგება შეწყვეტილი ჰქონდათ.
 
ადგილობრივების განმარტებით, ხეები უნებართვოდ მოიჭრა. მათი განცხადებით, ასწლოვანი ნარგავების გადასატანად გზა ვიწრო იყო, რის გამოც გზის გაფართოების სამუშაოები დაიგეგმა. მოსახლეობის თქმით, ზენითში გზა რამდენიმე წლის წინ მოაპირკეთეს და ხელახალი რეაბილიტაცია საჭირო არ იყო.
 
"რამენაირად უნდა შენელდეს ამ კაცის პოზიცია. მთლად, ძირფესვიანად გაგვანადგურა,“ – აცხადებენ სოფლის მცხოვრებლები.
 
ხეების გადატანის პროცესს ოპოზიცია გამოეხმაურა.
 
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, პროცესში საჯარო სამსახურის წარმომადგენლებიც არიან ჩართულები.
 
„ბიძინა ივანიშვილი რომ საუბრობდა, ერთი წელი მადროვეთო, ალბათა, ამას გულისხმობდა. ერთ წელიწადში ამოწურავს, ალბათ, ხეების თრევის პროცესს. რასაც ისურვებს ერთი კაცი, კეთდება ისე. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა, საკრებულოს თავმჯდომარე, მერი, პოლიციის უფროსი, სუს-ის უფროსი მხოლოდ ხეების ტრანსპორტირებას ემსახურებიან,“ – განაცხადა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ენმ-დან, ბონდო თედორაძემ.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...