ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ჭერი ჩამოინგრა და ჭურჭლის ნაწილი დაზიანდა. ზუგდიდის მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას თქმით, ჭერის ნაწილი იმ დარბაზში ჩამოინგრა, სადაც დადიანების ჭურჭელია გამოფენილი: „დაზიანდა რამდენიმე ექსპონატი და თან ისეთები, რომლებიც რესტავრაციას ექვემდებარება…გზაში არიან რესტავრატორები და გააკეთებენ“-განუცხადა „ოდიშინიუსს“ ლილი ბერაიამ. მისი თქმით, ძეგლს დაცვა და მოვლა ჭირდება და ჭერის ჩამონგრევაც სწორედ იმიტომ მოხდა, რომ სასახლე არის ამორტიზებული „დღეს რომ ჭერი ჩამოინგრა, ეს იმის შედეგია,ღონისძიებებს აკეთებენ და დინამიკებს რომ დგამენ, აი, ზუსტად ასეთი რყევის გამო მოხდა ეს. ასეთი ძეგლის ახლომახლო არაფრით არ შეიძლება მსგავსი ღონისძიებების ჩატარება“- განაცხადა ლილი ბერაიამ. ეკატერინეს სასახლეს რეკონსტრუქცია მისივე თქმით, აპრილში ჩაუტარდება.
ზუგდიდის მუზეუმის ჭერის ნაწილი ჩამოინგრა
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...