მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მიხეილ სააკაშვილს ფულის გადახდა არ სჭირდება თავისი მხარდამჭერებისთვის და, თუ ვინმე ჩემი...

,,მიხეილ სააკაშვილს ფულის გადახდა არ სჭირდება თავისი მხარდამჭერებისთვის და, თუ ვინმე ჩემი სახელით გთავაზობთ ფულს ფორუმზე დასასწრებად, გაფრთხილდით, საქმე გაქვთ ოლიგარქის კრიმინალ დამქაშებთან”

Published on

 
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  მხარდაჭერებს აფრთხილებს:
 
,,ჩვენმა ოპონენტებმა ვერაფერი რომ ვერ დაგვაკლეს და ვერ შეაჩერეს მოძრაობა, მიმართეს ახალ , მათი ჭკუით მზაკვრულ ხერხს. სთავაზობენ ჩვენს თანამემამულეებს იტალიის სხვადასხვა ქალაქებში უფასო ავტობუსებს და ფულს 130 დან 300(!) ევრომდე , რომში ჩამოსაყვანად და ფორუმზე დასასწრებად. ვითომცდა მე ვიხდი ამ ფულს. 
მადლობა ღმერთს მიხეილ სააკაშვილს ფულის გადახდა არ სჭირდება თავისი მხარდამჭერებისთვის და ეს გამოჩნდება კვირას რომში.
კიდევ ერთხელ , თუ ვინმე ჩემი სახელით გთავაზობთ ფულს ფორუმზე დასასწრებად, გაფრთხილდით, საქმე გაქვთ ოლიგარქის კრიმინალ დამქაშებთან .შევხვდებით რომში'' – წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე.
 
 
შეგახსენებთ, რომ საქართვლოს  მომავლის ფორუმმა ,,ერთად სახლში'' ჯერ კიდევ თებერვლის პირველ რიცხვებში, ლიეჟში  ხელისუფლები მიერ ორგანიზებული  სამარცხვინო ინცინდენტის შემდეგ  დააანონსა ქართველი ემიგრანტების შეხვედრა რომში და მკაფიოდ განსაზღვრა შეხვედრის თარიღი – მიმდინარე წლის 3 მარტი, 13 და 00 წუთი.
 
ხელისუფლებამ ამ შეხვედრის საპირწონედ სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, იმავე დღეს და იმავე დროს, კულტურული ასოციაციის'' რომის ქართული დიასპორა'' ინიციატივით   დანიშნა  შეხვედრა  ოსტორიკოს ანზორ დიხამინჯიასთან,  რომელიც წაიკითხავს ლექციას თემაზე ანტიკური რომი. 
 
ასეთი ,, დამთხვევა''  მეტყველებს იმაზე, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ ლიეჟში განცდილი კრახის შემდეგ გადაწყვიტა მოეძებნა ალტერნატიული ვარიანტი, სადაც თბილისიდან მობილიზებულ ზონდერ ბრიგადებს ახლა უკვე რომში  მობილიზებული აუდიტორია ჩაანაცვლებს იმ იმედით,რომ იტალიაში მყოფ სხვა ქართველებსაც  ანტიკური რომის ბედი უფრო ააღელვებს, ვიდრე თავისი ქვეყნისა და თავქუდმოგლეჯით დაეწაფებიან ანზორ დიხამინჯიას ლექციას.     
 
როგორ აპირებს ხელისუფლება თავისი ძალების  მობილიზაციას  რომში პრეზიდენტ სააკაშვილის ამ განცხადებიდანაც ჩანს. ,   
 
,,და საქართველოს საელჩოს არ ეუხერხულება არანაირად,რომ ივანიშვილის მითითებით,ზუსტად დაამთხვია ღონისძიება ჩვენს საქართველოს მომავლის ფორუმს რომში?''; სვამს კითხვას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...