მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არ უნდა ამდენი ბრექი და ჯგიმი პოლიტიკაში ყოფნას. თუ თავაზიანობა და მოკრძალება...

,,არ უნდა ამდენი ბრექი და ჯგიმი პოლიტიკაში ყოფნას. თუ თავაზიანობა და მოკრძალება დაკარგეთ, შეგიძლიათ, წაბრძანდეთ პოლიტიკური სივრციდან, სანამ მიგითითებთ კარისკენ” – დავით მაღრაძე

Published on

 
“მე ვფიქრობ, რომ ისევ იმ გზაზე ვდგავარ, რა გზაზეც ვიდექი და თუ ხელისუფლება გადავიდა ამ გზიდან, რა თქმა უნდა, ეს გაუგებრობა და პროტესტი გაიზრდება. მთელი სიმძაფრითაც გაიზრდება''.- განაცხადა პოეტმა  დავით მაღრაძემ TV პირველის გადაცემაში "პოლიტმეტრი" ხელისუფლების წიარში მიმდინარე პროცესების კომენტირებისას. 
 
,,რაც უფრო მეტად ჩათვლიან, რომ იგნორირება უნდა გაუწიონ საზოგადოებას და მოსახლეობას, მით უფრო გამძაფრდება ეს პროტესტი. ამ პროტესტს მე არ ვამძაფრებ, ამძაფრებს ხელისუფლება.
არ ვიცი, რა ამპარტავნებაშია შესული, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, "უთქვენოდაც მაგრები ვართ და ჩვენ ამომრჩეველი საერთოდ არ გვჭირდება და ჩვენ მარტოებიც გავალთ არჩევნებზეც".
 
როგორც მხედარმთავარი, მაკედონელიც კი, (არავისთან პარალელს არ ვავლებ), ვერ გაიმარჯვებდა ჯარის გარეშე, ისე პოლიტიკოსი არჩევნებს ამომრჩევლის გარეშე ვერ იგებს. არ უნდა ამდენი ბრექი და ჯგიმი პოლიტიკაში ყოფნას. თუ თავაზიანობა და მოკრძალება დაკარგეთ, შეგიძლიათ, წაბრძანდეთ პოლიტიკური სივრციდან, სანამ მიგითითებთ კარისკენ ” – განაცხადა დავით მაღრაძემ.
 

სიახლეები

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. დიპლომატიური უწყების განცხადებით, ტელევიზიამ საქართველოს მეხუთე...