მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ ჩხორიაში უგზოობის გამო მეზობლები მიცვალებულის სამძიმარზე ვერ მიდიან

სოფელ ჩხორიაში უგზოობის გამო მეზობლები მიცვალებულის სამძიმარზე ვერ მიდიან

Published on

სოფელ ჩხორიაში,იმ უბანში სადაც რკინის ხიდი დაზიანებულია და მოსახლეობა მდინარეზე  მხოლოდ ფეხით გადადის, 89 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. სოფლის მაცხოვრებლები სამძიმარზე მისვლას ჩანგრეული ხიდის გამო ვერ ახერხებენ.  როგორც  „ოდიშინიუსს“ გარდაცვლილის მეზობელმა  მარიკა თოდუამ  უთხრა,  მთავარია ხიდის გამაგრება ამ ეტაპზე,რომ მეზობლებმა დაიტირონ, ვინაიდან მეორე მხარეს ვერ ახერხებენ გადასვლას. ქალბატონი ნაშუადღევს გარდაიცვალა. მარიკა თოდუას თქმით, ხიდამდე მისასვლელი გზაც დატბორილია „დაგვპირდა სოფლის რწმუნებული, რომ მოხრეშვას გააკეთებენ, სხვა არ ვიცი, თუ არადა მერე სოფელი რაღაცას გააკეთებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოვა“- განაცხადა თოდუამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში “ოდიშინიუსს“ განუცხადეს, რომ პროექტირება დასრულებულია და ტენდერი ორშაბათს გამოცხადდება, თუმცა მანამდე, უწყების ინფორმაციით, დროებითი გასამაგრებელი სამუშაოები ჩატარდება
 
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...