მთავარისიახლეებიმსოფლიოდონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეხვედრა დაგეგმილზე...

დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შეხვედრა დაგეგმილზე ადრე დასრულდა. გაუქმებულ იქნა საერთო ვახშამიც.

Published on

ვიეტნამის დედაქალაქში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართა. თუმცა სამიტი დაგეგმილ დროზე ადრე დასრულდა, ორმა ლიდერმა ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
 
თეთრი სახლის პრეს-მდივნის სარა სანდერის თქმით, ორი ლიდერს შორის მოლაპარაკებები რამეზე შეთანხმების გარეშე დასრულდა. თუმცა სანდერსმა შეხვედრას „კარგი და კონსტრუქციული“ უწოდა, მისი თქმით, ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა „განიხილეს ბირთვული განიარაღების დაწყების სხვადასხვა გზები“ და“ მათი გუნდები მოუთმენლად ელიან მომავალ შეხვედრას“.
 
სამიტი დაგეგმილ დროზე ადრე დასრულდა. ერთობლივი განცხადება არ გასაჯაროვებულა, ასევე გაუქმებული იქნა საერთო ვახშამიც.
 
ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციები ნარჩუნდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა სანქციების გაუქმებას ითხოვდა
 
„მათ სურდათ სანქციები მთლიანად მოხსნილიყო, მაგრამ ამაზე ვერ შევთანხმდით“- განაცხადა ტრამპმა. ამასტან ტრამპს სჯერა რომ ბირთვული იარაღისა და რაკეტების გამოცდები აღარ იქნება. „მე მისი მჯერა და სიტყვაზე ვიჭერ.“- აღნიშნა ტრამპმა.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...