მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით დღეიდან მილიონი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

ოპოზიცია საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით დღეიდან მილიონი ხელმოწერების შეგროვებას იწყებს

Published on

 20 ოპოზიციური პარტია საპარლამენტო არჩევნების მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვს და საარჩევნო სისტემის შეცვლის მოთხოვნით დღეიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
.
კანონის თანახმად კონკრეტული ინიციატივის წარსადგენად 20 ათასი ხელმოწერა საკმარისია, თუმცა ოპოზიციაში განმარტავენ, რომ ისინი მზად არის მილიონი ადამიანის ხელმოწერა დააფიქსირონ და ამით ხელისუფლებას უჩვენონ, რამდენად მნიშვნელოვანია ცვლილება ქვეყნისთვის. 
 
"ეს იქნება სამართლიანი განაწილება, იმიტომ რომ მოქმედი შერეული სისტემა არ უზრუნველჰყოფს ქართველი ამომრჩევლის არჩევანის შესაბამის წარმომადგენლობას პარლამენტში,"-აცხადებს თავისუფალი დემოკრატების წევრი, ალექსანდრე ბარამიძე. 
 
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე კი აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს სამართლიანი თამაშის წესები და ასეთი სწორედ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა.
 
 
"უნდა იყოს სამართლიანი თამაშის წესები და ეს თამაშის წესებია რის პროპორციული სისტემა იმიტომ რომ პროპორციული სისტემა ყველაზე ადეკვატურად უზრუნველყოფს პარლამენტის ისეთი შემადგენლობის შექმნას, რომელიც მეტ-ნაკლებად ზუსტად ასახავს საზოგადოების მხარდაჭერას,"-აცხადებს გია ბარამიძე. 
 
"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ პროპორციული მოდელი სწორედ ის საკითხია, რაზეც სრულ ოპოზიციურ სპექტრში თანხმობა არსებობს.
 
" პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა ის საკვანძო საკითხია, რაც მნიშვნელოვანია როგორ მთელი დემოკრატიული ოპოზიციისთვის, ისე ყველა სხვა აქტივისტური თუ არასამთავრობო ჯგუფისათვის საქართველოში,"-აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...