მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არ დავუშვებთ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებას"- თენგიზ ჯგუშია

“არ დავუშვებთ ანაკლიის პორტის მშენებლობის შეჩერებას”- თენგიზ ჯგუშია [Video]

Published on

„დღეს საუკუნის მნიშვნელობის  ანაკლიის პორტის მშენებლობა საფრთხეშია, 2,5 მილიარდიანი ინვესტიცია საფრთხეშია“- განაცხადა “სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ, რომელმაც  ანაკლიაში საგანგებო ბრიფინგი გამართა. „ჩვენ დავიცავთ იმ ინვესტორების სახელებს, ვინც აპირებს ანაკლიის პორტის აშენებას. გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსული კორუმპირებული კომპანიები აპირებენ ამ პორტის შესყიდვას. ცდილობენ საერთაშორისო, ევროპულ კომპანიებს წაართვან ეს ბიზნესი და რუსულ კორუმპირებულ კომპანიებს გადასცენ, ამას ჩვენ არ დავუშვებთ“- განაცხადა თენგიზ  ჯგუშიამ. მან ასევე ბიძინა ივანიშვილს მიმართა და ორმაგ სტანდარტზე ისაუბრა, ასევე ყურადღება გაამახვილა ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე კომპანია m2-ის მიერ სასტუმროს მშენებლობაზე. „ახლა ამ კომპანიის შემოყვანით საფრთხეს უქმნის ანაკლიის პორტის მშენებლობას, ის რეკრეაციულ ზონას  გვართმევენ, აქ პორტის მშენებლობას აჩერებენ…შორს ხელები ანაკლიიდან, შორს ხელები ზუგდიდიდან“- განაცხადა ჯგუშიამ. „მაჟორიტარი ეკითხება ინფრასტრუქტურის მინისტრს, ხომ არ ემუქრება საფრთხე ანაკლიის პორტსო..ვინ კითხავს ცქიტიშვილის, ან ბახტაძეს და ან კიდევ სხვას ანაკლიის პორტის ამბებს, როცა კოლბის შუშებიან სასახლეში, ერთი ადამიანი წყვეტს ყველაფერს“- აცხადებს თენგიზ ჯგუშია.

 

 

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...