მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სამეგრელოს ხმის" ლიდერის მიერ გადაცემის მსვლელობისას მწვანე ზონრის გავლებას უკმაყოფილება მოყვა

“სამეგრელოს ხმის” ლიდერის მიერ გადაცემის მსვლელობისას მწვანე ზონრის გავლებას უკმაყოფილება მოყვა [Video]

Published on

ტელეკომპანია „ოდიშის“ პირდაპირ ეთერში, სადაც საუბარი იყო ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე კომპანია m2-ის მიერ სასტუმროს შესაძლო მშენებლობის საკითხზე, „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ გადაცემის მსვლელობისას დარბაზის იმ ნაწილში, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ისხდნენ, მწვანე ზონარი გაავლო, რამაც დარბაზში მყოფთა ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია, ზუგდიდის ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი შენგელიას მხრიდან უკმაყოფილება მოყვა ჯგუშიას ამ ქმედებას: „ჩვენ აქ მოვედით ძალიან საჭირბოროტო თემაზე სასაუბროდ და არა ასეთი ცირკის და შოუების საყურებლად. მზად ვართ ნებისმიერ განხილვაში მივიღოთ მონაწილეობა და გავიგოთ საზოგადოების აზრი და ნამდვილად არ იყო საჭირო ეს შოუ“- განაცხადა გიორგი შენგელიამ. „მწვანე ბაწარი არის სიმბოლო ხელისუფლების ხალხისგან დაშორების და ზუგდიდელი მოქალაქეების ინტერესების  მიმართ უპასუხისმგებლობის“- განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.

 

 

 

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...