მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: ,,ბიძინა არც ისეთი გონიერია, რომ ხელოვნური დაშლით პარტიის გაძლიერება...

ნიკა მელია: ,,ბიძინა არც ისეთი გონიერია, რომ ხელოვნური დაშლით პარტიის გაძლიერება შეეძლოს და არც ისეთი ბრიყვი, რომ ბესელიას დაეყრდნოს ელექტორატის მისაზიდად”.

Published on

 
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია ოცნებაში არსებულ დაპირისპირებას ეხმაურება.
 
,,ივანიშვილს პროცესებიც გაექცა და ხალხიც გაურბის. ვინც სულ ცოტა ხნის წინ პარტიას და მის ბელადს ადიდებდა, დღეს უკვე ღიად აგინებს პარტიას და მხოლოდ ბიძინას არ ესხმიან (საჯაროდ) თავს. ცხადია, ესეც ჯერჯერობით.
 
ივანიშვილს უმრავლესობაც და პარტიაც მარტივ მამრავლებად ეშლება და ეს პროცესი შეუქცევად სახეს იღებს. ივანიშვილის უძლეველობა რომ ცარიელი მითი იყო, ეს ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდა, როცა მისი ხელისუფლების დასასრული დაიწყო. დაწყებული დასასრული გრძელდება და ბოლოშიც მალე გავა.
 
რეალობა ესაა, რომელსაც ბევრი სხვაგვარად წარმოაჩენს – ზოგი შეგნებულად, ზოგიც უნებლიედ შეთქმულებების თეორიებშია და ამ პროცესებს ისე ასაღებს, თითქოს ბესელია კი არ წავიდა, ან ბიძინამ კი არ გააგდო, არამედ ეს ივანიშვილის საჭადრაკო სვლაა 2020 წლის არჩევნებზე გათვლილი. მაინც რა უკონტროლო ფანტაზია უნდა გქონდეს რომ ბესელია იმ ფიგურად წარმოიდგინო, რომელიც რამე დასაყრდენს იპოვის ელექტორატში.
 
ბიძინა არც ისეთი გონიერი და ძლიერია რომ პარტიის ხელოვნური დაშლით პარტიის გაძლიერება შეეძლოს და არც ისეთი უტვინო და ბრიყვი, რომ ბესელიას დაეყრდნოს და დაიჯეროს რომ იგი მაგნიტად გამოდგება ელექტორატის მისაზიდად.
 
მოკლედ, ეს ბიძინას თამაში კი არაა, ბიძინას პარტია ეშლება და მისთვის ეს ტრაგედიაა. ”

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...