გალის რაიონის სოფელ საბერიოში საექიმო ამბულატორია დაიხურა.ამის შესახებ „ოდიშინიუსს“ სოფლის მცხოვრებლებმა შეატყობინეს . მათი თქმით, ამბულატორიის დახურვის შესახებ მათთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია.“ჩვენთვის ეს არის ძალიან ცუდი, აქ ახლო-მახლო მეტი არაფერი არ არის და გალის საავადმყოფოში ჩასვლა ხარჯი გვიჯდება. პრობლემები გვაქვს“- აცხადებენ ისინი. საბერიოს ამბულატორიის დირექტორი შმაგი გუნჯუა ჩვენს ზარებს არ პასუხობს.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს იურისტის ნატო გრიგალაშვილის განცხადებით,შმაგი გუნჯუა არც სამინისტროსთან გამოდის კონტაქტზე: “საბერიოს საექიმო ამბულატორიის ხელმძღვანელი ინფორმირებულია დაწესებულების რეორგანიზაციის თაობაზე, თუმცა არ ცხადდება სამინისტროში, რადგან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ხელს უშლის რეორგანიზაციის პროცესს.ამ საკითხს შესაბმისი კომისია შეისწავლის და დადებს დასკვნას.“,- განაცხადა გრიგალაშვილმა. მისივე განმარტებით, საბერიოს საექიმო ამბულატორია აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროს პროგრამებისა და სამდიცინო დაწესებულებების კოორდინაციის დეპარტამენტის შემადგენლობაზი შემავალი დაწესებულებაა, რომელიც ყოველთვიურად ფინანსდება საქართველოს ჯანდაცვითი პროგრამების: სოფლის ექიმის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპონენტების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურების უფასოდ გაწევის მიზნით, მათ შორის, ექიმის კონსულტაცია უფასოდ, საბაზისო მედიკამენტებით ბენეფიციართა უფასოდ უზრუნველყოფა და სხვა. ხოლო რაც შეეხება ამბულატორიის რეორგანიზაციის საკითხს იურისტი დასძენს,რომ გალის ტერიტორიაზე მოქმედ სამედიცინო დაწესებულებათა რეორგანიზაცია ითვალისწინებს მათი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას, ვინაიდან იმთავითვე შედიოდნენ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოც. დაცვის სამინისტროში, თუმცა მათ არ გააჩნდათ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. „რეორგანიზაცია არ ითვალისწინებს შტატების შემცირებას“,-აცხადებს ნატო გრიგალაშვილი. „კითხვები გვაქვს შმაგი გუნჯუასთან, მისი საქმიანობის შესწავლით ვინტერესდებით და ეს არ მოსწონს და ბოდიშის მოხდასაც კი ითხოვს ჯანდაცვის მინისტრ ქეთევან ბაკარაძისგან. რადგანაც გვაქვს ინფორმაცია ამბულატორიის დახურვის შესახებ, ჩვენ ამას აუცილებლად შევისწავლით„- განაცხადა გრიგალაშვილმა.
გალის რაიონის სოფელ საბერიოში საექიმო ამბულატორია დაიხურა
სიახლეები
საზოგადოება
სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა
სასამართლომ 64 წლის ფატი ბაგრატია სამართალდამრღვევად ცნო და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო...
საზოგადოება
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა
მოსამართლე კობა ჩაგუნავამ კოალიცია “ცვლილებებისთვის“ წევრი, ნიკა კვიტატიანი 3 დღით ციხეში გაუშვა.
გადაწყვეტილება მან ცოტა...
სიახლეები
ჩორჩანას საქმე – მოსამართლე კურტანიძემ გიორგი გახარიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
ჩორჩანას საქმე - მოსამართლე დავით კურტანიძემ გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა....
სიახლეები
პროკურატურა ირაკლი შაიშმელაშვილს და ნანა სანდერს 4 ოქტომბრის საქმის ორგანიზატორებად ასახელებს
პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირების ბრალდებაში ორგანიზატორებად გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი და...