მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძემ ცივი წყალი გადაასხა აღტყინებულ პრემიერს: Fitch-ის რეიტინგში საქართველოს მდგომარეობის...

რომან გოცირიძემ ცივი წყალი გადაასხა აღტყინებულ პრემიერს: Fitch-ის რეიტინგში საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მთავრობას საზეიმო არაფერი აქვს,

Published on

Fitch-ის რეიტინგში საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ მთავრობას საზეიმო არაფერი აქვს, – აღნიშნული შეფასება დღეს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გააკეთა.
 
“11 წელიწადზე მეტი მოანდომა ქვეყანამ ამ რეიტინში გარკვეულ წინსვლას. BB- რეიტინგი საქართველოს ჰქონდა ჯერ კიდევ 2007 წლის ივლისში.
რეიტინგში უძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უცხოური ვალუტის რეზერვების კლება იყო. 2017 წლის ზაფხულში, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 3,1 მილიარდი დოლარი იყო. მომდევნო წლებში მან იკლო და მხოლოდ გასული წლის ბოლოს დაუბრუნდა ძველ ნიშნულს.
თუ წინა ხელისუფლების წლებში რეზერვები გაორმაგებას დაახლოებით, ორწელწადნახევარი სჭირდებოდა, ამ ხელისუფლების პირობებში ფაქტობრივად, არ გაზრდილა.
 
 
Fitch-ის განცხადებაში რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად აღნიშნული იყო საბანკო სისტემის მდგრადობა და ანაკლიის პორტის მშენებლობა. მთავრობის ბოლო ქმედებებმა “თიბისი” ბანკის და ანაკლიის მიმართ ეჭქვეშ დააყენა იმ დადებითი ფაქტორების როლი, რომელიც ამ სარეიტინგო სააგენტოს მიერაა ნახსენები.
 
რაც შეეხება რეგიონთან ტრადიციულ შედარებას, აქაც თვალთმაქცობს მთავრობა. თურქეთის რეიტინგი არის BB+, ხოლო აზერბაიჯანის კიდევ უფრო უკეთესი, BBB“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...