მთავარისიახლეებისაზოგადოებალერი ხაბელოვის თქმით, ხელს არ მოაწერს დათუნაშვილის სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას

ლერი ხაბელოვის თქმით, ხელს არ მოაწერს დათუნაშვილის სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას

Published on

რაღა გარანტიები უნდა მივცეთ? – ასე ეხმაურება ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ზურაბ დათუნაშვილის განცხადებას, იმის შესახებ, რომ ის საქართველოდან წასვლას გეგმავს. ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ პრეზიდიუმის წევრებმა დაგმეს ის ფაქტი, რაც სპორტის სასახლეში მოხდა და ამასთან ევროპის ჩემპიონს მისცეს გარანტიები, რომ დააკვირდებიან ყველა ვარჯიშს, ყველა ღონისძიებას. ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია რატომ უნდა დატოვოს საქართველო ზურაბ დათუნაშვილმა. ის აცხადებს, რომ ხელს არ მოაწერს დათუნაშვილის სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობას.
 
„ცუდი ფაქტია, ამას ყველა აღიარებს და იმიტომ არის სასამართლოში საკითხი. პრეზიდიუმის წევრებმა ყველამ თქვა, რომ არასწორი მოქცევა იყო და მოთმინება იყო საჭირო. თავიდან ბოლომდე ყურადღებით დავაკვირდებით. რაღა გარანტიები უნდა მივცეთ,“-განაცხადა ერი ხაბელოვმა და განაცხადა, რომ საქართველოს არ სჭირდება ძლიერი მოწინააღმდეგე დათუნაშვილის სახით, ამიტომ მან უნდა იასპარეზოს საქართველოს სახელით.
 
ზურაბ დათუნაშვილმა გვიან ღამით გაავრცელა განცხადება სადაც თქვა, რომ ის არ იღებს გეგა გეგეშიძის ბოდიშს რადგან ეს ფორმალური მობოდიშება იყო და ემსახურება იმას რომ მან თანამდებობა შეინარჩუნოს. ის აცხადებს, რომ იძულებულია საქართველო დატოვოს. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...