მთავარისიახლეებიპოლიტიკარა კობახიძე, მურუსიძე, მდინარაძე და სხვა ბურატინოები... რა მალვინა ბესელია... კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი“...

რა კობახიძე, მურუსიძე, მდინარაძე და სხვა ბურატინოები… რა მალვინა ბესელია… კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი“ – მიხეილ სააკაშვილი

Published on

 
მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველო მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა არა უმრავლესობის რომელიმე დეპუტატია, არამედ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ის "თოჯინების თეატრის დირექტორს" და "კარაბას-ბარაბასს" უწოდებს.
„ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში… დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი.
 
რა კობახიძე, რა მურუსიძე, მდიარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი. და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება "9 წლით" მინდა მეათასედ გავიმეორო – ის იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში!
 
ის, ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას, იმას მე პირადად, ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი“ – წერს მიხეილ სააკაშვილი

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....