მთავარისიახლეებიპოლიტიკარა ხმები ჩაესმის ,,ქართულ ოცნებას'' მომავლიდან?

რა ხმები ჩაესმის ,,ქართულ ოცნებას” მომავლიდან?

Published on

 
„ქართული ოცნება“ არამხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს, არამედ, ძალიან მალე დაკარგავს ხელისუფლებას და ეს გარდაუვალია,“ – ასე გამოეხმაურა უმრავლესობაში მიმდინარე მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
 
როგორც "მან ა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას აღნიშნა, ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებიდან წასვლა გარდაუვალია.
 
„რომ დავაკვირდეთ, რითია დაკავებული „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, არაფერით, გარდა შიდა კინკლაობისა.
 
ვინმეს ახსოვს რომელიმე ლიდერის მხრიდან პენსიონერის ხსენება? ან მაგალითად, რა უნდა ვთქვათ, როცა კომუნალური გადასახადები თვიდან თვემდე მატულობს.
 
„ქართული ოცნების“ დაშლა არის გარდაუვალი, რომელიც დაგვირგვინდება მათი მარცხით უახლოეს პერიოდში", – აღნიშნა ნიკა მელიამ.
 
ამ მხრივ გარკვეული საფრთხეების შეგრძნება გაჩნდა  თავად  „ქართული ოცნების“ რიგებშიც. ნუკრი ქანთარია საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ გარკვეული კონფიგურაცია არ მოხდა, ისეთი პროცესები, რომელიც ბოლო პერიოდია შეუქცევად ხასიათს იღებს, გაგრძელდება. უმრავლესობასაც მოვუწოდე, რომ დაუგდეთ ყური მომავალს, რა ხმები ისმის მომავლიდან და ვთქვი, რომ არ ისმის სასიამოვნო ხმები, თუ გვაქვს სმენა,“-აცხადებს ნუკრი ქანთარია.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...