მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

Published on

"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 3/4-იანი საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. 
 
, უმრავლესობიდან გასვლაზე განცხადება გააკეთა ბექა ნაცვლიშვილმა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზად დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ასახელებს.
 
კანონპროექტი პარლამენტმა დღეს განიხილა და მას 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.
 
ამრიგად . 115-კაციანი უმრავლესობიდან დეპუტატების  ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის კვადაკვალ კიდევ ერთი დეპუტატის, ბექა ნაცვლიშვილის შედეგად, "ქართულ ოცნებაში" 112 დეპუტატი დარჩა, რაც კონსტიტუციის ¾-ის უმრავლესობით მიღებისათვის არასაკმარისი რაოდენობაა, რადგან ასეთი კვორუმით კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა სჭირდება.
 
ამასთან, ახალი კონსტიტუციით, მოქმედებს საკონსტიტუციო ცვილებების მიღების მეორე წესი, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებები შეიძლება ხმათა 2/3-ის უმრავლესობით განხორციელდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, ის მას შემდეგ ამოქმედდება, თუ მომდევნო მოწვევის პარლმენტი მხარს დაუჭერს.

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...