მთავარისიახლეებიპოლიტიკა"გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს", - ეკა ბესელია

“გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს”, – ეკა ბესელია

Published on

„ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი წევრი, ეკა ბესელია პოლიტიკური პლატფორმის შექმნას აანონსებს. ეკა ბესელიას განცხადებით, თანამოაზრეებთან ერთად ბრძოლას გააგრძელებს.მისივე თქმით, ის საზოგადოებასთან კონსულტაციებს გამართავს.„გავაგრძელებთ კონსულტაციებს იმისთვის, რომ შევქმნათ ჩვენი პოლიტიკური პლატფორმა იმ ბრძოლისთვის და იმ იდეალებისთვის, რისთვისაც ვიბრძვით და ეს იქნება, ალბათ, უახლოეს მომავალში. ამის შემდეგ ჩვენ გავალთ ხალხთან და დავიწყებთ ახალ პროცესს,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.ეკა ბესელიას განცხადებით, მიზნების მისაღწევად ის ყველა ღონეს მიმართავს თანაგუნდელებთან ერთად.
ეკა ბესელიამ „ქართული ოცნებიდან“ წასვლის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა. ბესელიამ წასვლის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი მოსამართლეთა უვადოდ გამწესების გადადებასთან დაკაშირებით პარლამენტის მიერ მის მიერ წარდგენილი კანონპროექტის ჩაგდება გახდა. ეკა ბესელიამ „ქართული ოცნების“ წევრები „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტისთვის მხარის არდაჭერის გამოც გააკრიტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების რეჟიმად გამოცხადებას გულისხმობდა. 

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...