მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არაფერია გამორიცხული, მაგრამ ეკა ბესელიას გამყოლად არ მგონია, გამოვდგე''- ნუკრი ქანთარია...

,,არაფერია გამორიცხული, მაგრამ ეკა ბესელიას გამყოლად არ მგონია, გამოვდგე”- ნუკრი ქანთარია გუნდში ,,შენჯღრეული მდგომარეობისა” და თავისი შესაძლო წასვლის შესახებ

Published on

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას შეფასებით  ,„გუნდში შენჯღრეული მდგომარეობაა, ამიტომ კიდევ ერთხელ გამოიკვეთა საკადრო ცვლილების აუცილებლობა,
„სამწუხაროდ, ირაკლი კობახიძეს არ აღმოაჩნდა ის თვისებები, რაც პარლამენტის თავმჯდომარისთვის არის აუცილებელი,  გადანაცვლების დროა, ახალი ენერგიაა საჭირო. ფეხბურთშიც კი, როდესაც წყობა არ ამართლებს, მწვრთნელი გადაანაცვლებს მოთამაშეებს. ასე რომ, პრინციპულად უახლოეს ხანშია გასაკეთებელი ეს გადანაცვლება," – განაცხადა დეპუტატმა.
 
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა შესაძლოა, დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამაც დატოვოს, მედიასთან საუბარში  კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი მისი მხრიდან პარტიის დატოვება და ეკა ბესელიასთან ერთად ფრაქციის შექმნა, დეპუტატრი პასუხობს. რომ ეს არ არის გამორიცხული.
 
„არაა გამორიცხული, მაგრამ ეკა ბესელიას გამყოლად არ მგონია, გამოვდგე. ეს არ ნიშნავს, რომ ეკა ბესელია წავიდა და მე უნდა გავყვე, მაგრამ მეც ჩემი შეხედულებები მაქვს. ცვლილებების აუცილებლობას ვხედავ და მეც ვიმოქმედებ ჩემი რწმენით. გუშინვე თქვეს, ვინც მხარი დავუჭირეთ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადავადებას, გამოვიდა ისეთი ინფორმაცია, რომ ეს ნიშნავს უკვე რაღაც გადაწყვეტილებას დატოვების შესახებ. თუ ეს გადაწყვეტილება მართლაც მიიღეს, ერთი მხრივ, დამაზიანებელი იქნება, თუმცა შეიძლება რეალური," – განაცხადა ქანთარიამ

 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...