მთავარისიახლეებიპოლიტიკა„თუკი კლანი არ მოშორდა მმართველ რგოლს, კანონზე ლაპარაკს აზრი არ გააჩნია" -...

„თუკი კლანი არ მოშორდა მმართველ რგოლს, კანონზე ლაპარაკს აზრი არ გააჩნია” – მშვენიერაძე

Published on

„სასამართლო სისტემაში თუკი კლანი არ მოშორდა მმართველ რგოლს, აზრი არ გააჩნია არანაირ კანონზე ლაპარაკს,“ – ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ სასამართლო სისტემის შესახებ გააკეთა.
 
გაფართოებული დახურული შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის წესებთან და კრიტერიუმებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ, ცოტა ხნის წინ დასრულდა.
 
შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, მოსამართლეები, არასამთავრობო სექტორის წევრები, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ესწრებოდნენ.
 
„სასამართლო სისტემაში, თუკი კლანი არ მოშორდა მმართველ რგოლს, აზრი არ გააჩნია არანაირ კანონზე ლაპარაკს. მარგამ ამავდროულად დღეს, რაზეც ვისაუბრეთ, ეს კანონპროექტი, რისი პრეზენტაციაც ვნახეთ, არის ჩვეულებრივად მანტიის მოზომება იმ 10 მოსამართლეობის კანდიდატისთვის, რომელიც ერთხელ უკვე იყო ნომინირებული,“ – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...