მთავარისიახლეებისაზოგადოებასოციალურად დაუცველი ძმები ამ დრომდე სხვის იმედად ცხოვრობენ

სოციალურად დაუცველი ძმები ამ დრომდე სხვის იმედად ცხოვრობენ

Published on

პაატა და მათე ლაშხიები არ სარგებლობენ სოციალური დახმარების პაკეტით. ამბობენ, რომ განაცხადი შეავსეს, თუმცა მაღალი ქულა მოუვიდათ და დახმარების გარეშე დარჩნენ.მათე არასრულწლოვანია და სკოლაში დადის, პაატას კი სამუშაო არა აქვს.ლაშხიები ღვთის ანაბარად, მეზობლების იმედად არიან.  ლაშხიების შესახებ ინფორმაციას სოციალური დაცვის ადგილობრივ სამსახურში არ ფლობენ. უწყების ინფორმაციით, მათი მონაცემები ბაზაში არ იძებნება. მათ შესახებ ინფორმაცია უბნის მაჟორიტარსაც მივაწოდეთ, თუმცა ამ დრომდე მათი პირობები არ შეცვლილა. გაუმჯობესდება თუ არა ლაშხიების გაუსაძლისი ყოფა და იზრუნებს თუ არა მათზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ჯერჯერობით უცნობია. პაატა და მათე ლაშხიების ბედს ზუგდიდში კიდევ ბევრი ოჯახი იზიარებს. პრობლემაზე რეაგირების ვადებს კი ადგილობრივ ხელისუფლებაში არავინ აკონკრეტებს.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...