მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართული ოცნების“ დაშლის პროცესი დაიწყო - ეკა ბესელია ივანიშვილის გუნდს, სავარაუდოდ, ხვალ...

„ქართული ოცნების“ დაშლის პროცესი დაიწყო – ეკა ბესელია ივანიშვილის გუნდს, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს

Published on

„ქართული ოცნების“ დაშლის პროცესი დაიწყო – პარტიის დამფუძნებელი ეკა ბესელია, რომელმაც 2011 წელს „ოცნება“ რეგისტრაციაში საკუთარი ხელით გაატარა, ივანიშვილის გუნდს ხვალ ოფიციალურად, სავარაუდოდ, დატოვებს. მოსამართლეების შესახებ კანონი პარლამენტმა ჩააგდო. 
 
ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს პარლამენტის ტრიბუნიდან დაუანონსა, რომ მალე მოყვება ყველაფერს, რასაც „ოცნება“ მორჩილი სასამართლოს შესაქმნელად აკეთებდა. გაახსენა ის დღეც, როდესაც ივანიშვილის პარტიას ქვეყნის მთავარ კანონში ცვლილებები გამზადებული ე.წ. შპარგალკებით შეჰქონდა.
 
ყველაზე ხანგრძლივი და მწვავე დებატები პარლამენტში სწორედ ეკა ბესელიას მიმართვით დაიწყო. უმრავლესობის ჯერ კიდევ მოქმედი წევრის მიმართვის მთავარი ადრესატები პარლამენტის და ფრაქციის თავმჯდომარეები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ლობისტი თანაგუნდელები იყვნენ. მათ შორის, ვანო ზარდიაშვილი, რომელიც ეკა ბესელიას ამ სიტყვებს, სხდომათა დარბაზში დღეს თავიდან ბოლომდე ისმენდა.
 
ეკა ბესელიას მიმართვის შემდეგ მოულოდნელად სიტყვა ითხოვა უმრავლესობის იმ წევრებმა, ვისაც ამ დრომდე პოლიტიკურ კრიზისში ნეიტრალური პოზიცია ეკავათ. მმართველი გუნდის ნაწილმა, ერთმანეთის მიყოლებით, 9 დეპუტატის მიერ ინიცირებულ პროექტს, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადავადების შესახებ, მხარდაჭერა გამოუცხადა.
 
მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის მოწინააღმდეგე უმრავლესობის წევრების პოზიციას მთელი ოპოზიცია იზიარებდა, უმრავლესობის ნაწილისთვის კი მთავარი კონსტიტუციაში ირაკლი კობახიძის ავტორობით გაკეთებული ჩანაწერი იყო.
 
მძიმე პოლიტიკური ომის შემდეგ „ქართული ოცნების“ ახლების გუნდმა ოპოზიციის და ბესელიას გუნდის წინააღმდეგ პროცედურული ომი დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარე სხდომაზე აღარ შევიდა. სხდომის წამყვანი ზვიად ძიძიგური კი ყველა საშუალებით ცდილობდა, სკანდალური საკითხის კენჭისყრა დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში აღარ მომხვდარიყო. საბოლოოდ, კენჭისყრა შედგა, თუმცა ბესელიას და მისი თანამოაზრეების კანონპროექტი ჩავარდა.  

სიახლეები

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...