მთავარისიახლეებიპოლიტიკაფადი ასლი - ბიძინა ივანიშვილმა „თიბისის“ აქციონერები მძევლად აიყვანა

ფადი ასლი – ბიძინა ივანიშვილმა „თიბისის“ აქციონერები მძევლად აიყვანა

Published on

ბიძინა ივანიშვილმა „თიბისის“ აქციონერები მძევლად აიყვანა. თავისი გადადგომით მამუკა ხაზარაძემ დატოვა მძევლების რიგები.ხაზარაძის ეს ქმედება მოსალოდნელი იყო და მამუკა ხაზარაძე ახლა უფრო ძლიერ პოზიციაშია, ვინაიდან მას „თიბისი ბანკში“ აღარაფერი აქვს დასაკარგი.
 
„ჩვენს პრესკონფერენციაზე განვაცხადეთ, რომ ბიძინა ივანიშვილის გეგმაა „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელობის შეცვლა თავისი ხალხით და ბანკის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება. მიუხედავად ამისა, არ ვფიქრობ, რომ ეს მოხდება, რამდენადაც ამ საკითხის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება ხდება,“ – განაცხადა ფადი ასლიმ.ამასთან, ფადი ასლის თქმით, ბიძინა ივანიშვილი შეეცდება ნებისმიერი დაინტერესებული მხარე შეაჩეროს ანაკლიის პორტში ინვესტიციის ჩადებისგან. ივანიშვილის მიზანია ხაზარაძის ჩამოშორება და კონტროლის მოპოვება ამ პორტზე.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...