მთავარისიახლეებიპოლიტიკაარაფორმალური მმართველობა, კორუფცია, შერჩევითი სამართალი - Freedom House კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს

არაფორმალური მმართველობა, კორუფცია, შერჩევითი სამართალი – Freedom House კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს

Published on

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას აფერხებს – ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მთავარი დასკვნა. ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა ერთ-ერთი მთავარია იმ ჩამონათვალში, რომელშიც ქვეყანაში არსებული პრობლემებია აღწერილი.
 
დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურმა მმართველობამ პროგრესი და განვითარება სერიოზულად დაამუხრუჭა. ბიძინა ივანიშვილის გავლენებსა და გადაწყვეტილებებს საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშის კიდევ არაერთი ნაწილი ეთმობა.
 
ხელისუფლების ოპონენტებისთვის Freedom House-ის ასეთი მწვავე შეფასება და წლიდან წლამდე ერთ-ერთი ყველაზე მთავარ პრობლემაზე აქცენტი, რომ ქვეყნის განვითარებას ოლიგარქიული მმართველობას აფერხებს, უკვე დიაგნოზია, რომელიც დასავლეთის თვალში საქართველოს, როგორც რეგიონში ყველაზე დემოკრატიული ქვეყნის იმიჯს სერიოზულად დააზარალებს.
 
გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში კრიტიკულად არის შეფასებული ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები. "ფრიდომ ჰაუსის" დასკვნაში წერია, რომ არჩევნების ორივე ტური დაშინებისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფონზე მიმდინარეობდა.
 
Freedom House რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების დეტალურ და საკმაოდ მკაცრ ანგარიშს წარმოადგენდა, ოპოზიციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ხელისუფლების ოპონენტები მხოლოდ იმით არიან შეშფოთებულები, რომ ასეთი მკაცრი ანგარიშების ფასს საქართველოს მოსახლეობა გადაიხდის და ქვეყნის ევროინტეგრაციის პერსპექტივას გადაავადებს.
 
ფრიდომ ჰაუსის ანგარიშში, მოხვდა შერჩევითი სამართლის მაგალითები, მათ შორის ხორავას ქუჩის საქმე.

სიახლეები

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი მიხაილ დრაპატი გახდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა, გუშინ...

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...