მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია დევნილებს ბინებით დაკმაყოფილების საკითხში უშუამდგომლებს

აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი რეზო ქობალია დევნილებს ბინებით დაკმაყოფილების საკითხში უშუამდგომლებს

Published on

სამეგრელო –  ზემო  სვანეთის რეგიონში  აფხაზეთის მთავრობის  წარმომადგენლობის ხელმძღვანელი    რეზო ქობალია და  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს  სამეგრელო  -ზემო  სვანეთის სოციალური მომსახურეობის  სამხარეო  ცენტრის უფროსის  მოადგილე  მანუჩარ ჩილაჩავა    ფაიფურის დასახლებაში  მცხოვრებ დევნილებს „ოდიშინიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ  შეხვდნენ.  სოფ-ტექნიკის ბაღში   მცხოვრები  7  ოჯახი საცხოვრებელი  პირობების გაუმჯობესებას  ითხოვს.  მათი  თქმით  გაუსაძლისია  ის  ყოველდღიურობა , რომელშიც მათ უწევთ  ცხოვრება.  ბაღის  შენობა  სამხარაულის  ექსპერტიზის  დასკვნით   გამოუსადეგარია.  აქვთ პრეტენზიები  სოციალური ქულების მინიჭებასთან დაკავშირებით.  : – „ მე გუშინ მივიღე ინფორმაცია  მათი  პროტესტის და  მოთხოვნის  შესახებ.  დღეს კი მყისიერად  მქონდა რეაგირება  მათი პრობლემების და  პრეტენზიების მიმართ.  ჩვენი უწყების წარმომადგენლები რამოდენიმე დღის წინ  იყვნენ აღნიშნულ  კოლექტიურ ცენტრში და  მე მქონდა ყველა ინფორმაცია  მათი  გასაჭირის  თაობაზე.  არც ერთ  შემთხვევაში  ჩვენი უწყებების   დაპირება არ დარჩება ლიტონ სიტყვებად.  ეს ადამიანები  უმოკლეს ვადებში მიიღებენ  ერთჯერად დახმარებებს  , შესაბამისი კატეგორიებით.  ასევე   გავაკეთებ  შუამდგომლობას  მათი  ბინებით უზრუნველყოფის  მოთხოვნით.  ადამიანებს უნდა სჯეროდეთ  ჩვენი  და  მე,  კოორდინირებულად   ყველა იმ უწყებასთან ერთად   ვინც ირიბად და პირდაპირ კავშირშია,  აფხაზეთის მკვიდრთა  პრობლემის მოგვარების საკითხში,  ყველაფერს გავაკეთებ  დევნილი მოსახლეობის  კეთილდღეობისთვის „-   განუცხადა    „ოდიშინიუსს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა  რეზო ქობალიამ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...