მთავარისიახლეებისაზოგადოებაადგილი, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, მოქალაქეებმა მწვანე ლენტით შემოსაზღვრეს

ადგილი, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება, მოქალაქეებმა მწვანე ლენტით შემოსაზღვრეს

Published on

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია სოციალურ ქსელში „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ დაგეგმა. აქციის მონაწილეების თქმით, ტერიტორია არის რეკრეაციული ზონა, ღია სკვერი, ერთადერთი დასვენებისა და განტვირთვის საშუალება ადგილობრივებისთვის და ამიტომაც ეწინააღმდეგებიან აქ კომპანია m2 -ისთვის ტერიტორიის გადაცემას და სასტუმროს მშენებლობას. „უამრავი ადგილია ირგვლივ და კეთილი ინებონ და ააშენენონ ეს სასტუმრო სხვაგან. ჩვენ ამას არ დავთმობთ, ეს ტერიტორია მათი საკუთრება ვერ გახდება“- განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ. აქციის დასასრულს ერთგვარი პერფომანსი გააკეთეს აქ მოსულებმა და პროტესტის ნიშნად მწვანე ლენტით შემოსაზღვრეს ის ტერიტორია, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.
  რამდენიმე დღის წინ სასტუმროს მშენებლობის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა ზუგდიდში, სადაც განსხვავებული მოსაზრებები დაფიქსირდა. კითხვებს m2-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე პასუხობდა. საპროტესტო აქცია განხილვამდე ერთი დღით ადრე აქტიურმა მოქალაქეებმაც გამართეს, რომელიც ზუგდიდი-თაიმსის ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა.
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...