"თიბისი ბანკის" საკითხი არანაკლებ რეზონანსული იქნება საერთაშორისო მნიშვნელობით, ვიდრე „რუსთავი 2“-ის, აფგან მუხთარლისა და სხვა გახმაურებული საქმეებისაპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, შემაშფოთებელია პოლიტიკური პროცესი, რომელიც TBC ბანკის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
აბესაძე ამბობს, რომ განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ივანიშვილი საკუთარ ინსტრუმენტებად იყენებს სამართალდამცველ ორგანოებს და ახლა უკვე ეროვნულ ბანკსაც.
„რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტმაც უნდა შეასრულოს საკუთარი როლი ქვეყნის სტაბილური იმიჯის დაცვის საჩვენებლად.
„ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, მზად ვართ დავაორგანიზოთ საკომიტეტო მოსმენა, სადაც ბატონ ხაზარაძეს და ბანკის სხვა წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება გააკეთონ მოხსენება TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით,“-ამბობს აბესაძე
.„ის, რაც ხდება TBC ბანკის გარშემო ხდება, უკავშირდება პირველ რიგში სწორედ ანაკლიის პროექტს, რომელიც არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულების მქონე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის,“ -აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ- ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი.
მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება მიმდინარე საქმეზე იქნება უფრო ადექვატური, რაც უფრო მეტად მოეფინება ნათელი იმას, თუ რასთან გვაქვს საქმე.
„რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ არის მცდელობა ან საერთოდ ჩაიშალოს ეს პროექტი, ან თუ მისი საბოლოო ჩაშლა ვერ მოხდება ამ პროექტის მართვის სადავეები ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილმა ან მასზე დაქვემდებარებულმა პირებმა. ვფიქრობ, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი რუსეთის ფაქტორიც და შესაბამისად მოველი, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება იქნება ბევრად უფრო მკვეთრი,“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.
როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძესა და მასთან დაკავშირებულ ადამიანებს ივანიშვილი მოიაზრებს პოლიტიკურ კონკურენტებად,- ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით განუცხადა.
გოცირიძის შეფასებით, "თიბისი ბანკის" დევნა ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს ერთპიროვნული კონტროლის დამყარება სურს ანაკლიის პორტსა და ფინანსურ ნაკადებზე., რამაც უზარმაზარი ზიანი მიაყენა ქვეყნის იმიჯს. ის მნიშვნელოვნად გააუარესებს ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს, ვინაიდან "თიბისი ბანკის" დევნა ეს არის ფინანსურ ნაკადებსა და ანაკლიის პორტზე ივანიშვილის მიერ ერთპიროვნული კონტროლის დამყარების მცდელობა. ეს არის უკვე პოლიტიკური დევნა. როგორც ჩანს, მამუკა ხაზარაძესა და მასთან დაკავშირებულ ადამიანებს ივანიშვილი მოიაზრებს პოლიტიკურ კონკურენტებად. თითოეული ჩვენგანის ვალია, იქნება ეს მედია, არასამთავრობო სექტორი თუ საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ შევაჩეროთ ძალმომრეობა საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორისა და ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენლის მიმართ", – განაცხადა რომან გოცირიძემ