მთავარისიახლეებიმსოფლიოსტამბულში გაუვალი ნისლი ჩამოწვა

სტამბულში გაუვალი ნისლი ჩამოწვა

Published on

სტამბოლში უამინდობამ საქალაქო   და საზღვაო  ტრანსპორტის მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. შეწყდა    ქალაქის აზიურ და ევროპულ ნაწილებს შორის  მცურავი  კატერების რეისებიც. 
 
მიზეზი გახდა სქელი ნისლი, რომელიც გუშით ღამით  ჩამოწვა ქალაქში  და სრულად დაფარა დაკიდებული ხიდების მიდამოებ, ნისლში აღმოჩნდა ცათამბჯენები , ქალაქის მთელი ცენტრალური ნაწილი და   შეუძლებელი გახადა მოქალაქეთა გადაადგილება   თითქმის ყველა უბანში. მოსახლეობა მთლიანად   ,,გადაჯდა'' მეტროპოლიტენ მარმარისში რომელიც ბოსფორის სრუტის ქვეშ გადის. 
 
 
ნისლი და ძლიერი დინებები ხშირდ იწვევენ ამგვარ პრობლემებს, რაც  მარტოდენ მოსახლეობას კი არ უქმნის დიკომფორტს, არამედ აფერხებს და ზოგჯერ შეუძლებელს ხდის როგორც მცირე გემების, ისე ნავთობის და სხვა სახიფათო ტვირთების გადამზიდი  დიდი წყალწყვის საზღვაო საშუალებების გადაადგილებას   თურქეთის სრუტეებსა და ყურეებში, რასაც დიდ ზარალი მოაქვს.  
 
 
 
თურქული მედიის ინფორმაციით, ნისლის შუადღისას გაიფანტა და ცხოვრება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდა.
 
 

 

 

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...