მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

Published on

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
 
 პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ,  რომ  გერმანიაში შეხვედრებზე, რომლებიც ბელვიუს სასახლეში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებები განიხილეს.
 
როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრებზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროპის გულში გერმანიის სახით, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს.
 
მისივე თქმით, გერმანია და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
 
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, მისი ვიზიტის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავა.
 
საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში შედიან საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნათია სულავა.

სიახლეები

სუსის უფროსად მდინარაძეს გელა გელაძე ანაცვლებს

"ქართულ ოცნებაში" სამთავრობო ცვლილებებია - ირაკლი კობახიძემ რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა ინფორმაცია, რომ გეკა...

მაკა ჩიხლაძე: „ოცნება“ მსოფლიო „სამარცხვინო დაფაზეა“ გამოკრული

"შაბათის ეთერის" გამომძიებელი ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, რომელიც აქციაზე ძალადობის მსხვერპლი გახდა, აცხადებს, რომ საერთაშორისო...

სარჯველაძის პასუხი მიუღებელია, პროტესტს გავაგრძელებთ – დიუშენით დაავადებულების მშობლები

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლების ნაწილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს პასუხობს. ისინი ამბობენ, რომ...

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას-კალასი

ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს,...