მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით სამშაბათს, პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მივა, ...

საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნით სამშაბათს, პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მივა, ასეთივე შეთავაზება მიიღო მამუკა ხაზარაძემ

Published on

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სამშაბათს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ელოდებიან. ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა დავით ბაქრაძემ გააკეთა.
 
მისი განცხადებით, სხდომაზე სები-ის პრეზიდენტთან ერთად „თიბისი ბანკის“ საკითხზეც ისაუბრებენ.
 
„გუშინ, საპარლამენტო უმცირესობამ მოვითხოვეთ საკომიტეტო ფორმატზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსვლა პარლამენტში და შემიძლია გითხრათ სიახლე, რომ სამშაბათს, პარლამენტში შედგება დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომა, სადაც მოვა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, უმცირესობის მოთხოვნის შესაბამისად და ჩვენ ვთავაზობთ TBC ბანკის წარმომადგენლებს, ბატონ ხაზარაძეს მოვიდეს ამავე სხდომაზე და სამშაბათს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, კომიტეტის ფორმატში ღიად, საჯაროდ, ჟურნალისტების თანდასწრებით, საზოგადოებისთვის გასაგებად, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება TBC ბანკის ირგვლივ, რა პროცესს აქვს ადგილი, ვინ არის დაინტერესებული და რაც მთავარია, რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენი მოქალაქეებს ცხოვრებაზე და მომავალზე,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
 
„ეს არის მაღალი საზოგადოების ინტერესის თემა, ამიტომ პარლამენტი ვალდებულია, ამ თემაში ჩაერთოს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ხდება იმ ბანკთან დაკავშირებით, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ანაბრები, სახელფასო ანგარიშები და ზოგადად, ფინანსური სტაბულურობა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...