მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქარბუქმა ჩვენი კარავი დალეწა, მაგრამ საქართველოს დროშას ვერაფერი დააკლო"

“ქარბუქმა ჩვენი კარავი დალეწა, მაგრამ საქართველოს დროშას ვერაფერი დააკლო”

Published on

"ქარბუქმა ჩვენი კარავი დალეწა, მაგრამ საქართველოს დროშას ვერაფერი დააკლო" – დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში არცელებს ატოცში, საოკუპაციო ხაზზე გაშლილი ბანაკის ფოტოებს. 
 
"ზამთარი ატოცში დღეს მოსულა. ქარბუქმა ჩვენი კარავი დალეწა, მაგრამ საქართველოს დროშას ვერაფერი დააკლო. ჩვენი პატრულირება გრძელდება ფორს-მაჟორულ ვითარებაში, ჩვენ ვერაფერი დაგვაბრკოლებს! ძალა ერთობაშია!, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!" – წერს ქაცარავა.
 
,,წუხანდელი ქარბუქისა და თოვის შემდეგ, დილით საპატრულოდ ასულებს ატოცში ასეთი სურათი დაგვხვდა: ჩვენი მთავარი კარავი ქარისგან მოგლეჯილი და დანგრეულია.
 
 
ერთადერთი სანუგეშო და სიმბოლური ამ ყველაფერში ისაა, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშა ისევ ამაყად ფრიალებს…და ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენც ადგილზე უნდა დავრჩეთ!
ცხადია, ჩვენი პატრულირება მაინც გაგრძელდება.ბრძოლას ყველანაირ ამინდში აქვს აზრი!
ვემსახურებით საქართველოს! – წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელიც 500 დღეზე მეტია თანამოაზრეებთან ერთად  პატრულირებს ატოცში 
 

 
 

სიახლეები

შავ ზღვაში 4 ინდოელი მეზღვაურის სიკვდილის გამო ინდოეთმა რუსი დიპლომატი დაიბარა

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთში საქმეთა დროებითი რწმუნებული ვლადიმირ ლადანოვი დაიბარა და შავ ზღვაში...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი უკრაინას უახლოეს დღეებში 690 მილიონ დოლარს გამოუყოფს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უკრაინის ახალი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის (EFF) პროგრამის პირველი...

ამოღებულია 331 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

დღეს საქართველოში მინიმუმ 91 პოლიტპატიმარია-TI-მ სია გამოაქვეყნა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების განახლებული სია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ...