მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,პრორუსი სულელი გვყავს პრეზიდენტად - ზურაბიშვილი არის ბეცი, არაფერი გაეგება და განათლების...

,,პრორუსი სულელი გვყავს პრეზიდენტად – ზურაბიშვილი არის ბეცი, არაფერი გაეგება და განათლების დეფიციტი აქვს, მათ შორის საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.” – ნიკა გვარამია

Published on

,,არაფერია გამაოგნებელი, როდესაც პრორუსი სულელი გყავს პრეზიდენტად, ჩემი შეფასებით ზურაბიშვილი არის ბეცი, არაფერი გაეგება და განათლების დეფიციტი აქვს მათ შორის საკუთარი უფლებამოსიელბის ფარგლებში. ის არის გაუნათლებელი და პოლიტიკურად ბეცი. ამიტომ სერიოზულად ამ პერსონის განხილვას აზრი არ აქვს, ის არის გაუგებრობა საქართველოს ისტორიაში და ასეთად დარჩება" – ასე ეხაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხში ის ვერ დადგება სასამართლოზე უფრო მაღლა და "ვერ გაასწორებს სასამართლოს გადაწყვეტილებას". 
 
."სალომე ზურაბიშვილს მე არ ვიხილავ პრეზიდენტად, იგი არის არალეგიტიმურად, გაყალბეგული არჩევნებით არჩეული, თუმცა ფაქტი ჩაიწერა, მე არ განვიხილავ მას პრეზიდენტად, მაგრამ მას აქვს შეწყალების უფლება, როგორც ფორმალურ პრეზიდენტს.
ამ ქალს არ ესმის და სხვა დანარჩენთან ერთად ელემენტარული ცოდნაც კი არ აქვს საკუთარი უფლებამოსილების. მიმაჩნია, რომ ეს არის პრორუსული პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად გვყავს, და მას არ გააჩნია ელემენტარული ცოდნა კონსტიტუციის იმ მუხლების, რომელიც შეწყალებას ეხება. დიახ, შეწყალება ეს არის უფლება, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მაღლა დგას, არამისჯილ ადამიანს ვერ შეიწყალებ – რას ნიშნავს, რა თქვა ქალბატონმა ზურაბიშვილმა? 
 
სანამ არსებობს შეწყალების უფლება, ეს ნიშნავს, კვაზისასამართლო უფლებამოსიელბის განხირციელებას და სასაამრთლოზე ამღლა დადგომას. რაც არ უნდა მიუსაჯოს სასამრთლომ, პრეზიდენტს შეუძლია ეს გაანულოს. ეს უფლება უმთავითვე აქვს მინიჭებული პრეზიდენტს. სულ რამდენიმე უფლება დაუტოვეს და მათ შორის ეს უფლება და ქალი ამბობს, რომ სასამართლოზე მაღლა ვერ დავდგებიო… გასაგებიცაა, სადაც ლაშა ჟვანიაა ადმინისტრაციის უფროსი, იქ დეკანოზს არ შეიწყალებენ. – განაცხადა ნიკა გვარამიამ გადაცემა "რეაქციაში"

სიახლეები

რევაზ ნადარაიამ დარბაზი მაია კოპალეიშვილსაც დაატოვებინა

ხმაურის და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზიდან...

ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გააძევეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია სხდომის დარბაზიდან გააძევა. „საკონსტიტუციო სასამართლოს...

განგაშის ზარი უნდა დავრეკოთ, რომ ასე გაგრძელება უკვე აღარ შეიძლება. თავისი შესაძლებლობა სრულად ამოწურა, ამ ხელისუფლებამ – მეუფე იობი

„მშვიდობის ნიღბის ქვეშ ყველაფერი იყიდება. მშვიდობა შეგვინარჩუნა ამ ხელისუფლებამ, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალგაზრდების გადინებაა...

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით,...