მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა დაწესდება

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა დაწესდება

Published on

"ენგურჰესის" სრულად გაჩერების თავიდან აცილების მიზნით, ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვა დაწესდება, – ამის შესახებ ნათქვამია РУП "Черноморэнерго"-ს განცხადებაში.
 
„ენგურჰესის სრული გაჩერება 420 მეტრის ნიშნულზე ხდება. აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, აფხაზეთის ტერიტორიაზე, 20 თებერვლის 11:00 საათიდან 14:00 საათამდე და შემდგომში ყოველდღიურად, ამავე გრაფიკით, აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება. აღნიშნული შეზღუდვა მანამ იმოქმედებს, ვიდრე დეფიციტი რუსეთიდან მიწოდებით არ დაიფარება“, – ნათქვამია განცხადებაში.
 
2019 წლის 19 თებერვლისთვის ენგურჰესის ჯამური გამომუშავება, წყალმოვარდნის დაწყებამდე, 310 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს, ხოლო ამ პერიოდში კი მოხმარების მაჩვენებელი 366 მილიონ კილოვატ-საათია. შესაბამისად, დეფიციტი წყალმოვარდნის პერიოდის(მარტი-აპრილი) დაწყებამდე 56 მილიონ კილოვატ-საათს შეადგენს.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...