მთავარისიახლეებისაზოგადოებაგააკეთებს თუ არა ივანიშვილი ერთ კაი მსუყე ჩანარიცხს მარებელ კვიციანის ფონდში?

გააკეთებს თუ არა ივანიშვილი ერთ კაი მსუყე ჩანარიცხს მარებელ კვიციანის ფონდში?

Published on

ემზარ კვიციანს იმედი აქვს, რომ მისი „ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრის"ანგარიშზე ივანიშვილი მსხვილ ჩარიცხვას გააკეთებს. აღნიშნული ორგანიზაცია კვიციანმა თანამოაზრეებთან ერთად შეყვერებული წყვილების აღრიცხვისთვის და ოჯახის შექმნაში დახმარებისთვის შექმნა:
 
„ანგარიში ორი დღის წინ გაიხსნა, ჯერჯერობით, ჩარიცხვაზე არაფერი ინფორმაცია არ გვაქვს. მაგრამ იმედი არის, რომ აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას ადამიანები, მხედველობაში მაქვს თვითონ ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ბიზნესმენები, რომლების თხოვნითაც შეიქმნა ეს ცენტრი.მეტი კონკრეტიკა იქნება, ბიძინა ივანიშვილი რომ ადგება და 100 მილიონს ჩარიცხავს, მაშინ იქნება კონკრეტიკა მეტი. პირველი ქველმოქმედი მაგია და ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ არ დარჩება ჩრდილში ბიძინა ივანიშვილი და აუცილებლად დაამტკიცებს მის ქველმოქმედებას და მის ქველმოქმედურ ხასიათს და აუცილებლად ჩარიცხავს გარკვეულ კაი მსუყე თანხას ცენტრში ” –  ასე უპასუხა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა  ემზარ კვიციანმა  "მაესტროს" ეთერში გადაცემის წამყვანის  კითხვას,  იქნება თუ არა კონკრეტული განსაზღვრული თანხა, რამდენით დაეხმარება "ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი" ოჯახის შექმნის მსურველ წყვილებს.
 
,,დიდი იმედი მაქვს, რომ  ყველა ის ადამიანი, ვისაც ქართველების და საქართველოს წინსვლა და გაძლიერება უნდა, ყველა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, დეპუტატები.“- განაცხადა ემზარ კვიციანმა.

სიახლეები

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...

ზელენსკი: „ჩვენ თავს დაგვესხნენ და გვაქვს თავდაცვის უფლება“

„მე ვიცავ უკრაინისა და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ თავს დაგვესხნენ და ჩვენ გვაქვს თავდაცვის...

ტელეკომპანია „იმედის“ წილები სიმბოლურ ფასად გადანაწილდა

საჯარო რეესტრმა „იმედის“ მფლობელ კომპანიაში მეწილეებისა და დირექტორის ცვლილება დაარეგისტრირა. გამოცემა BM.ge-ის ინფორმაციით, 16...

არცერთ სანქციას არ გავაუქმებთ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს ომს — ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სანქციები...