მთავარისიახლეებიპოლიტიკა„არსად გაქცევას და მიმალვას არ ვაპირებ, თუ გადაწყვეტილი აქვთ ჩემი დაკავება, აქ...

„არსად გაქცევას და მიმალვას არ ვაპირებ, თუ გადაწყვეტილი აქვთ ჩემი დაკავება, აქ ვარ“ – ზვიად კუპრავა გამომძებლებს ელოდება

Published on

„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დღეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაშია დაბარებული. კუპრავას ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე ელოდებიან.
 
ადვოკატი ზვიად კუპრავას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. თავად კუპრავა ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, ზაქარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტია:
 
„მას შემდეგ, რაც ზაქარეიშვილი გახდა სუს-ის დეკლარილებული აგენტი, მე ამ ადამიანთან კომუნიკაცია არ მაქვს, ზედმეტია ლაპარაკი ყოველგვარ ცემაზე ზაქარეიშვილის.
 
არსად გაქცევას და მიმალვას არ ვაპირებ, ვარ სამუშაო რეჟიმში, თუ მათ გადაწყვეტილი აქვთ ჩემი დაკავება, აქ ვარ“ – ამბობს კუპრავა.
 
გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...