მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატებს საბანკო რეგულაციების საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატებს საბანკო რეგულაციების საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

Published on

   ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია საკრებულოს სხდომაზე ეროვნული ბანკის რეგულაციების საკითხს გამოეხმაურა, რის გამოც ზუგდიდში ერთმანეთის მიყოლებით ტექნიკის მსხვილი მაღაზიები დაიხურა.ბათლომე შელიას თქმით, უსამსახუროდ დარჩა ასობით ადამიანი და ტექნიკას ვერ ყიდულობს საშუალო ფენა. დეპუტატი გამოვიდა ინიციატივით, რომ მმართველი გუნდის მაჟორიტარმა დეპუტატებმა პარლამენტში დაინტერესდნენ გარემოებების გამომწვევი მიზეზებით : „მივმართოთ ჩვენს ორ მაჟორიტარ დეპუტატს, რომლებიც დაკავებული არიან ბიძინა ივანიშვილის ტრფიალით და მაამებელი სიტყვებით, რომ დაინტერესდნენ ამ ადამიანების ბედით. დაინტერესდნენ რეგულაციებით, რომლებმაც ამ შედეგამდე მიგვიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, საკრებულოს წევრებს არ გვეხება, ვალდებულები ვართ, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ პარლამენტს და ეროვნულ ბანკს“, – განაცხადა ბათლომე შელიამ.
   საკრებულოს ოპოზიციური პარტიის მოსაზრებას არ ეთანხმება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბესიკ ჭეჟია. მისი თქმით, უფრო მძიმე ვითარება იყო მაშინ, როცა არ არსებობდა რეგულაციები და მოსახლეობა საკუთარ სახლებს კარგავდა. ჭეჟია მაღაზიების დახურვას ამ რეგულაციებს არ უკავშირებს: „მაღაზიების დახურვა ამ რეგულაციებს არ გამოუწვევია. მე მქონდა მათთან შეხება და გარკვეულწილად ამ ბიზნესშიც მქონდა მონაწილეობა მიღებული, მანამ სანამ საკრებულოში შემოვიდოდი. ბევრი მაღაზია მანამდეც აპირებდა დახურვას. იმიტომ, რომ კატასტროფულად დიდი იყო იჯარის გადასახადი „– განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.
ზუგდიდში ბოლო ორ თვეში დაიხურა ტექნიკის ისეთი მსხვილი მაღაზიები, როგორიცაა „არაი“, „გალაქსი“, „ტექნობუმი“ და სხვ. 
 

სიახლეები

მარში “მადლობა მეგობარს” 11 მაისს აშშ-ის საელჩოსთან დასრულდა

11 მაისს მარში "მადლობა მეგობარს" გაიმართა, სადაც დემონსტრანტები მეტრო "დელისთან", მეტრო "სადგურის მოედანთან" და...

“ვლადიმირ პუტინი არ ისწრაფვის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისკენ უკრაინასთან” – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს თურქეთში რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა სავარაუდო პირისპირ შეხვედრის შესახებ...

“ხუთშაბათს თურქეთში პირადად დაველოდები პუტინს, ხვალიდან კი ცეცხლის შეწყვეტას ველოდებით…” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინის წინადადებას რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკების...

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

პაკისტანმა ინდოეთის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა და მას რამდენიმე საათით ადრე...